Tag Archives: განათლება

მიხეილ ლერმონტოვის შესახებ…

ტრაგიკული აღსასრულის მქონე გამოჩენილი რუსი პოეტი,პროზაიკოსი და დრამატურგი – მიხეილ ლერმონტოვი (1814-1841 წლები) მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნება იყო.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

შუა საუკუნეების მხატვრები მეცნიერების „ერთ-ერთ” დარგს დედოფლის სახით გამოსახავდნენ ტილოებზე.თავის მხრივ,დედოფალს მარჯვენა ხელში შეცდომების გასასწორებელი დანა ეჭირა,ხოლო მარცხენაში კი – მათრახი.დაასახელეთ,რომელ მეცნიერებას წარმოგვიდგენდნენ ამ უჩვეულო ფორმით მხატვრები?

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ, XVII საუკუნის იმ გენიალური ევროპელი ფილოსოფოსის ვინაობა,რომელიც თანაგრძნობას – „ქალაჩუნობას” უწოდებდა.

საინტერესო სტატისტიკა ბიბლიოთეკების შესახებ…

ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაციის – „International Federation of Library Associations and Institutions” მიერ XXI საუკუნის დასაწყისში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგენილი იქნა,რომ იმ პერიოდისათვის დედამიწაზე საერთო ჯამში – 569 600-მდე ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა.

ალექსანდრიის უნიკალური ბიბლიოთეკის ისტორიიდან…

ანტიკური ხანის – ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია ადამიანის როგორც გენიალურობისა,ასევე მისი უსაზღვრო უგუნურებისა.

ამონარიდები ნიკოლო მაკიაველის გენიალური ტრაქტატიდან – „მთავარი”

„არაფერს არ შეუძლია თავისი თავი გალიოს ისე,როგორც სიუხვეს: რაც უფრო გულუხვი ხარ,მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა გრჩება მომავალშიც გულუხვობის გამოჩენისა: გაღატაკდები და ზიზღის ღირსი გახდები,

ამონარიდები ნიკოლო მაკიაველის ტრაქტატიდან – „მთავარი”

„გაჭირვების ჟამს არც ბოროტის ქმნა დაგაყრის ხეირს და არც სიკეთე წაგადგება რამეში, ვინაიდან, რაკიღა იძულებითი იქნება, ვერავის მოიმადლიერებ ამით”.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

„ლარუსის ენციკლოპედიურ ლექსიკონში ნათქვამია,ქართველები ყველაზე მშვენიერი ადამიანური რასაა დედამიწაზეო, „ის” კი ამის ცოცხალი მაგალითია”. – ამ სიტყვებით ასხამდა ხოტბას ერთ-ერთ ულამაზეს ქართველ გოგონას „სამშობლოს პოეტად” წოდებული დიდი ფრანგი პოეტი – ლუი არაგონი (1897-1982 წლები).

„წითელი წიგნი” – (ეპიზოდი)

როგორც ცნობილია,იშვიათი,გადაშენებული და გადაშენების საფრთხის პირას მისული ცხოველებისა და მცენარეების სახეობების ნუსხით შედგენილი ანოტირებული წიგნი,რომელსაც „წითელი წიგნის” სახელწოდებით მოვიხსენიებთ დღემდე,პირველად 1963 წელს იქნა გამოცემული სწავლულების 15 წლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად და მასში სულ 211 სახეობისა და ქვესახეობის ძუძუმწოვრები იყვნენ შეყვანილნი.

უცნობი ფაქტები რობერტ ლუის სტივენსონის ბავშვობიდან…

შუქურების მშენებელი მდიდარი ინჟინრის – ტომაზ სტივენსონის ერთადერთი ვაჟი – რობერტ ლუის სტივენსონი (1850-1894 წლები),რომელიც მოგვიანებით ინგლისური ნეორომანტიზმის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელ მწერლად ჩამოყალიბდა,პატარაობიდანვე სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა.