Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ჯაკობ აბრაამ კამილ პისარო – “ეპიზოდი”

გენიალური ფრანგი მხატვარი და ერთ-ერთი პირველი,თვალსაჩინო წარმომადგენელი “იმპრესიონიზმისა” - ჯაკობ აბრაამ კამილ პისარო (1830-1903 წლები),1878 წლის მოგონებებში (მაშინ როდესაც იმპრესიონისტული ნამუშევრები იგნორირებული იყო ხელოვანთა გარკვეული ნაწილისაგან და საზოგადოებისაგან),გულისტკივილით წერდა:

ვახტანგ I გორგასალი – “ეპიზოდი”

502 წელს,მაშინ როდესაც საქართველოს (ქართლს) უზარმაზარი სპარსული არმია შემოესია,ქართლის უდიდესმა ქართველმა მეფემ - ვახტანგ I “გორგასალმა”,რომლის ჯარიც მტრის ჯარზე ხუთჯერ მცირე რაოდენობის გახლდათ,უჯარმასთან ახლოს – ივრის ველებზე,ბრძოლის წინ თავის სახელოვან მებრძოლებს ასეთი სიტყვებით მიმართა:

ლეიფ ერიკსონი – “ეპიზოდი”

ლეიფ ერიკსონი - ზედსახელად “ბედნიერი” (970-1020 წლები) – გახლდათ ისლანდიელი მეზღვაური და ნორვეგიული წარმომავლობის მქონე ისლანდიელი ვიკინგის – ერიკ წითურის ვაჟი,რომელიც ამასთანავე გახლდათ გრენლანდიის მმართველი.

“პირველი ბორტგამცილებელი” – ჰელენ ჩერჩი

1930 წელს ამერიკის შეერთებული შტატებში წარმოიშვა იდეა იმისა, რომ თვითმფრინავებში აეყვანათ ლამაზი გარეგნობის, ფიზიკურად გამხდარი მანდილოსნები – “ბორტგამცილებლებად”. ეს კი ერთგვარი რეკლამა გახლდათ ამა თუ იმ ავიაკომპანიისათვის.

“სპორტული სიარულის” დამაარსებელი – ედვარდ უეტსონი

“სპორტული სიარულის” ფუძემდებლად და ამ სახეობის “მამად” მიჩნეულია ამერიკელი - ედვარდ უეტსონი (1839-1929 წლები),რომელმაც 21 წლის ასაკში მეგობართან დადო სანაძლეო,იმის შესახებ,რომ ახლო მომავალში პრეზიდენტობას ვერ მოიპოვებდა ლეგენდარული – აბრაამ ლინკოლნი (რომელიც შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი ხდება 1861 წელს).

მაქს პლანკის სიტყვა – ალბერტ აინშტაინის შესახებ…

ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ფიზიკოსი და “კვანტური თეორიის” სულისჩამდგმელი - მაქს კარლ ერნსტ ლუდვიგ პლანკი (1858-1947 წლები),პრუსიის მეცნიერთა აკადემიის პლენარულ სხდომაზე,რომელიც გაიმართა 1933 წლის 11 მაისს (ეს გახლავთ პერიოდი,გენიალური ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის აკადემიიდან გარიცხვის ერთი კვირის თავზე,მაშინ როდესაც ფაშისტები დევნიდნენ გენიალურ მეცნიერს),წარმოთქვა აინშტაინის დასაცავი ძალიან გაბედული სიტყვა,რითაც საკუთარი თავის დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა: 

ედუარ მანე – “ეპიზოდი”

გენიალურ ფრანგ მხატვარ-უნივერსალისტსა და იმპრესიონიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელს - ედუარ მანეს (1832-1883 წლები), დიდი სურვილი ჰქონდა საკუთარი ნამუშევრები გამოეფინა და გაეცნო ფართო საზოგადოებისათვის – “პარიზის 1867 წლის მსოფლიო გამოფენაზე”.

ეკატერინე მედიჩი – “ეპიზოდი”

საფრანგეთის ცნობილი დედოფალი და რეგენტი - ეკატერინე მარია რომოლა დი ლორენცო დე მედიჩი (1519-1589 წლები),არა მარტო ისტორიული მოვლენებით ცნობილი დედოფალია,არამედ სწორედ მას ეკუთვნის ისეთი სიტყვის ხმარებაში შემოღება,როგორიც არის – “ნიკოტინი”.

გაბრიელ ნოდეს ბიოგრაფიიდან…

ერთ-ერთი გამოჩენილი ფრანგი სწავლული,ეზოთერიკი და ბიბლიოთეკარი - გაბრიელ ნოდე (1600-1653 წლები),რომელიც კლასიკური ლიტერატურის,ფილოსოფიისა და მედიცინის შესანიშნავი სპეციალისტიც გახლდათ,იტალიელი კარდინალების – ჯოვანი ფრანჩესკო ბანის (1578-1641 წლები) და ფრანჩესკო ბარბერინის (1597-1679 წლები) მიერ მიწვეულ იქნა “მარადიულ ქალაქ რომში” ბიბლიოთეკარად.

ანა ახმატოვას ბიოგრაფიიდან…

გამოჩენილი რუსი პოეტი,ლიტერატურული კრიტიკოსი და მთარგმნელი - ანა ახმატოვა (1889-1966 წლები),ტრაგიკული ბედის მქონე ადამიანი იყო.მიუხედავად იმისა,რომ იგი თავად არასოდეს დაუკავებია “საბჭოთა ხელისუფლებას”,მისი სამი უახლოესი ადამიანი გახდა რეპრესიების მსხვერპლი,რამაც მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია.