Tag Archives: ხელოვნება

კოტე მარჯანიშვილის თეატრალური მრწამსი…

„მთავარია განიცადო,ჩასწვდე მაყურებლის გულს,ააღელვო ის,გახადო შენი გრძნობის მოზიარე,ძერწო სახე საკუთარი მასალისაგან,შენი სხეულისაგან,გაათბო ის შენი სულითა და გულით,

ნიკოლოზ გოგოლი თეატრის შესახებ წერდა…

„თეატრი სრულიად არ არის სათამაშო და სრულიად არ არის უბრალო საგანი,თუ მხედველობაში მივიღებთ იმას,რომ მასში შეიძლება მოთავსდეს ერთბაშად ხუთი ან ექვსი ათასი ადამიანისაგან შემდგარი ხალხი

იაკობ ნიკოლაძე – „ეპიზოდი”

ხანდაზმულ ასაკში შესული ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი სკულპტორი და პედაგოგი – იაკობ ნიკოლაძე (1876-1951 წლები),რომლის საჭრეთელმაც სხვა მრავალ ცნობილ ქანდაკებასთან ერთად ქართველთა „უგვირგვინო მეფედ” წოდებული – ილია ჭავჭავაძის საფლავის მონუმენტიც გამოკვეთა,

ევგენი ვუჩეტიჩი თავისი შემოქმედების შესახებ წერდა…

მამაევის ყორღანზე განთავსებული გზარნდიოზული სკულპტურის – „დედა-სამშობლო გვიხმობს” ავტორი,მეორე მსოფლიო ომის მონაწილე სერბული წარმოავლობის მქონე საბჭოთა სკულპტორ-მონუმენტალისტი და პედაგოგი – ევგენი ვუჩეტიჩი (1908-1974 წლები) თავისი შემოქმედების შესახებ წერდა:

რა ურჩია ენგრმა ედგარ დეგას?

გენიალური ფრანგი მხატვარი და სკულპტორი - ედგარ დეგა (1834-1917 წლები),რამდენიმე ხნის განმავლობაში ნატიფი ხელოვნების სკოლაში სწავლის პარალელურად დიდი ფრანგი მხატვრის – ლუი ლამოტის სახელოსნოშიც იყო დასაქმებული.

არტემიზია ჯენტილესკი – „ეპიზოდი”

საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ სახვითი ხელოვნების ისეთ მექაში,როგორიც იტალიაა, XVII საუკუნეში,იმ მანდილოსნებისათვის,რომელთათვისაც მხატვრობა უმთავრეს შემოქმედებით მოტივაციას წარმოადგენდა,ნორმალურ პირობებში ცხოვრება ძალიან რთულ და შეიძლება ითქვას,გაუსაძლის მოვლენასაც კი წარმოადგენდა.

კამილ პისარო – „ეპიზოდი”

„მე ვიგრძენი,რომ მას შემდეგ,რაც თვალი ამეხილა,ჩემმა შეგნებამ თავისუფლება მოიპოვა”. – წერდა ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ფრანგი მხატვარი – ჟაკობ აბრაამ კამილ პისარო (1830-1903 წლები),რომელიც გადმოცემის თანახმად,იმდენად სათნო ადამიანი ყოფილა,რომ ჭიანჭველასაც კი არ დააბიჯებდა ფეხსო.

ედგარ დეგა – „ეპიზოდი”

„მას რომ ტირანის ძალაუფლება ჰქონოდა,ალბათ ყველა პეიზაჟისტს დახვრეტდაო”. – ამბობდნენ დიდი ფრანგი მხატვრისა და იმპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ედგარ დეგას (1834-1917 წლები) შესახებ მისი თანამედროვეები.

ედუარ მანე – „ეპიზოდი”

„ისტორიული ფიგურების ხატვა გამოთაყვანებაა! განა შეიძლება ადამიანი მონადირის მოწმობის მიხედვით დახატო? არსებობს მხოლოდ ერთი ნამდვილი ჭეშმარიტება – ხელადვე ჩახატო ის,რასაც ხედავ.თუ გამოვიდა ხომ კარგი,თუ არა და თავიდან დაიწყე.სხვა ყველაფერი სისულელეა”. – წერდა გენიალური ფრანგი მხატვარ-უნივერსალისტი – ედუარ მანე (1832-1883 წლები),

პაოლო უჩელოს შესახებ…

ადრეული აღორძინების ხანის გენიალური იტალიელი მხატვრის – პაოლო უჩელოს (1397-1475 წლები) ნამდვილი სახელი გახლდათ – პაოლო დი დონო.