Author Archives:
ამონარიდი თეიმურაზ ლანჩავას მოთხრობიდან – „სევდა”
„ – ღიღინი, პატივცემულო გრიგოლ, სიმღერა არაა და მითუმეტეს, ჩაგუდული ღიღინი. იგი შინაგანი სევდის, ან კიდევ, სიხარულის გამოხატულებაა, ამოოხრებას, ამოფრქვევას უფრო ნიშნავს და საერთოდ…
ამონარიდები თეიმურაზ ლანჩავას მოთხრობებიდან…

„დიდი კაცები და დიდი ხეები საოცრად ჰგვანან ერთმანეთს, სხვას პატრონობენ, საკუთარ თავს კი ვერ შველიან”. – (ზამთრის თეთრი მერცხლები)
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ადამიანი დიდი მატრაბაზი და პატივმოყვარეა, თუ ირგვლივ მეტი ვერავინ ნახა, საკუთარ თავთან დაიწყებს ჯამბაზობას”.
ამონარიდები ოტია იოსელიანის ლიტერატურული ქმნილებიდან -„ მუხლზე დაწერილი ბარათები”
„ხალხს ცუდი დღეს რომ დაუმალო. ხვალ მაინც ეცოდინება, ავი გულში რომ ჩაიდო და იფიქრო, გუნებაში რა მიდევს, ვინ რა იცისო, ავ ფიქრს ავი საქმე მოჰყვება, და საქმე ავი კი არა, კარგი არ იმალება”.
ამონარიდები ოტია იოსელიანის მოთხრობიდან – „მდინარე ნამდინარევში”
„ტყუილი ნედლ, აყვავებულ ხეს გაახმობს, აშენებულს დაანგრევს… წმიდათაწმიდას წაბილწავს… კაცს კაცის ნდობას დაუკარგავს, მომავალს გაგვირყვნის…”
გალაკტიონი წერდა…
„ვითარცა მეფემ განვლიე ამ წუთისოფლის დღენია,
ხან დავდიოდი ქვეითად, ხან მყავდა კაი ცხენია,
ამონარიდები ოტია იოსელიანის მოთხრობიდან – „ჯიხვი და მონადირე”
„ქვეყანა მსუქანი დუმაა, რამდენს ითაღლითებ, იმდენს აათლი, კადრება მითხარი, შენ, თორემ!”
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ღირსეულთან ბრძოლაში გამარჯვებას ჰქვია გამარჯვება, თორემ უღირსი და ბეჩავი რომ გასრისო, სად გაამხელ”.
ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „კვაჭი კვაჭანტირაძე”
„სიმართლის სამსახური დონ კიხოტის საქმეა. რა იცოდა უბედურმა, რომ ხალხისათვის სიყალბეც და სიმართლეც თანაბრად საჭირო ყოფილა”.
კვაჭი კვაჭანტირაძის პერსონაჟის შესახებ…
„ – გახსოვთ ჩვენი კვაჭიკო პაწაწობაში ტირილის დროს სულ „მე-მე”-ს რომ გაიძახოდა? მაშინ ვთქვი: ეს ბოვში არავის აფერს არ შეარჩენს და თელ ქვეყანას დეიჩემებს-თქვა. არ მართლდება ჩემი სიტყვა?” – (კვაჭის მამის – სილიბისტროს ნაწინასწარმეტყველევი)



