Category Archives: სხვა

მარკუს ავრელიუსის ნააზრევი…

„აი, მოძალადის დასჯის უკეთესი წესი: ნუ ემსგავსები მას”.

მარკუს ტულიუს ციცერონი ამბობდა…

„საპატიო ადგილის მოპოვებისას ღირსება არ უნდა დაკარგო”.

ოტია იოსელიანი წერდა…

„მე ღვთის ნებით ვიცინოდი ყოველთვის”.

ჯონ გოლზუორთი წერდა…

„რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო საზარელი, ვიდრე მწარე ღიმილი ადამიანისა, ვისაც ოდესღაც უდარდელი, მზიური ღიმილი ამშვენებდა”.

ევარის გალუას ნააზრევი…

„ – ცოდნა ეს ჩემი საქმეა”.

გალაკტიონის „აღსარება”

„საშინელებაა, როცა ადამიანი „წელებზე ფეხს იდგამს”. საზიზღრობაა, როცა ადამიანი თავს ვერ აღწევს ბორკილებს, რომელსაც ადებს სიღარიბე.

ლადო მრელაშვილი წერდა…

„მე გამოუსწორებელი აზიელი ვარ, ქალის ღალატი სამშობლოს ღალატად მიმაჩნია”.

ლევან გოთუა წერდა…

„კაცს რომ ჭკუა არა აქვს! – ერთია, არც უნდა რომ ჰქონდეს – ეს მეორე, და რომ არც იცის რომ უნდა ჰქონდეს! – ეს მესამე და საბოლოოა!”

ევარისტ გალუა ამბობდა…

„არსებობენ ადამიანები, რომელთაც წილად ხვდათ თესონ სიკეთე, მაგრამ ვერასოდეს მოიმკან იგი”.

ონორე დე ბალზაკი წერდა…

„რა ჭუჭყიანი და უმსგავსი სარჩული ჰქონია ამ ქვეყანას!”