Category Archives: სხვა
დიდებულო მოძღვარო,დარწმუნდი,რომ “შენი კარგი ქვეყანა გკლავს”?
“თავისი დიდებული მოძღვარი მოჰკლა ქართველმა ერმა; იმ ერმა,რომელიც დიდებულ მოძრაობაში მარტო ერთი გრძნობითა და აზრით იკვებებოდა – საქართველოს,ქართველი ერის,ესე იგი,თავის თავის უარყოფითა და ზიზღით,ეს გრძნობა გამოხატა საშინლად,მხეცურად და საეროვნო გრძნობის დიდებული დარაჯი ვერაგულად,საზიზღრად მოჰკლა.
დილის კარგი განწყობისთვის…
“გათენდა პეტრე-პავლობის დილა,გწყალობდეთ,ჩემო ბატონო მთავარ მოციქულთა მადლი!.. ღამის ბინდ-ბუნდი ჯერ კიდევ სრულიად არ ახდოდა დედამიწას.გამოველ სახლიდან,შევჯექ ცხენზე და გავწიე სოფელ ნაზვრევისკენ.ამ სოფელში ცოტაოდენი საქმე მქონდა,მაგრამ ისე ეს საქმე არ იზიდავდა ჩემს ყურადღებას,როგორც სურვილი იმ მხარის ნახვისა.წინააღმდეგ ქართული ანდაზისა,განვიზრახე ერთი სროლით ორი კურდღლის მოკვლა.
დიმიტრი ყიფიანი წერდა…
“ხომ გაგიგონია,ჩვენში რომ კაცი გადმოვარდნილა საიდანმე და თავისი ენა გადავიწყებია, – გადარჯულებულიაო,იმისას იტყვიან, – და გადარჯულებული მთელს ქვეყანაზედ ისე მიაჩნიათ,არავინ რას დაჰსდევს,ყურს არავინ ათხოვებს და თუ ხმა ამოიღო სადმე,ეს ვიღა ოხერიაო,იტყვიან.
სუნ სიმიაო “კარგი ექიმის” მოვალეობის შესახებ წერდა…
ჩინელი ხალხის მიერ – “მედიცინისა და ფარმაკოლოგიის” მეფედ წოდებული ტანის დინასტიის პერიოდში მოღვაწე გენიალური ჩინელი ექიმი და ტრადიციული ჩინური მედიცინის გავითარებაში უდიდესი წვლილის დამდები – სუნ სიმიაო (581-682 წლები),რომელიც მოგვიანებით ჩინურმა სახალხო ფარმაკოლოგიამ მედიკოსების,ფარმაცევტებისა და სამედიცინო პრეპარატებით მოვაჭრეთა მფრაველ ღვთაებად შერაცხა,
გრიგოლ ორბელიანი – “სიტყვა არის…”
“სიტყვა არის პირველი მიზეზი სწავლისა და განათლების მოფენისა ქვეყანაზე: სიტყვამ გამოიყვანა კაცი ველურისა მდგომარეობისაგან: სიტყვამ დაუმშვიდა მას მხეცური გული,ჰყო იგი ლმობიერ,მოსცა შებრალება და აღიყვანა სახიერებისა სიმაღლედ,სადაც სუფევს მეუფება სიყვარულისა და მოწყალებისა!
რა სიტყვებით იწყებდნენ ქართველი გლეხები თესვას?!
ჩვენი წინაპარი გლეხები თავის საღმრთო საქმეს – თესვას,ერთობ მაღალი გრძნობით იწყებდნენ.ისინი ჯერ პირჯვარს გადაიწერდნენ,შემდეგ ღმერთს ახსენებდნენ,მარცვლებს მარჯვნივ და მარცხნივ მიმოაბნევდნენ და ბოლოს იტყოდნენ:
აკაკი წუხდა…
“ამას წინათ,თბილისში,ბაზარში შევიარე,თბილისელი კაცი ქართლელი გლეხისაგან რაღაცას ყიდულობდა.ჩანს,ვერ მორიგდნენ და გაბრაზებულმა ქართლელმა გლეხმა მეორეს მიმართა: ვინაა ეს კაცი,ქართლელია თუ იმერელიო? ამის გამგონე იქვე გავშეშდი,ვიფიქრე,ჩავერევი-მეთქი საუბარში,მაგრამ უხერხულად ჩვთვალე და
ჩვენდა სავალალოდ!
“კუდი კუდს გადაგიბამთ და კიდევ მეკითხებით,გული რატომ გეწვისო? დასაბამითგან მოყოლებული შენა და ის მამაძაღლი მამასახლისი რომ ერთად ხართ,სულს რომ ერთად გვხდით,გულს ეგ მთუთქავს! ვინა გყავთ ცოდვის გამკითხავი? ერთი სცოდავს,მეორე ცოდვებისაგან ათავისუფლებს და ვინა გყავთ ანგარიშის ჩამომრთმევი? ერთად მიდიხართ,მიიმღერიხართ.ღმერთი ისე შორსაა,ისე შორს,რომ მგონი,არც უნდა არსებობდეს და ჩვენ,
ილია ჭავჭავაძე ამბობდა…
” – რანი ვართ,რანი? ათასი გიორგი მუხრანსკი,ათასი ლუკა ისარლიჩი,ათასი გამცემი გვაზის თავზე… ეს ავი დრო მაჯლაჯუნასავით დასწოლია ჩვენს აზრსა და სიტყვას და საძრაობას არ აძლევს… არ ვიცით ბრძოლა,არა!
ჯეიმზ ჯოისი ირლანდიელების “სტუმარ-მასპინძლობის” ტრადიციის შესახებ წერდა…
გენიალურმა ირლანდიელმა მწერალმა,პოეტმა და მოდერნიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელმა – ჯეიმზ ჯოისმა (1882-1941 წლები) ირლანდიელ ხალხში გავრცელებული და დამკვიდრებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრადიციის – “სტუმარ-მასპინძლობის” შესახებ საკუთარ დღიურში მეტად საინტერესო ჩანაწერი გააკეთა: