Category Archives: სხვა
ფრაზეოლოგია “სიკეთის” შესახებ…
“ის,ვისი გულიც კეთილია,ღარიბულ სამოსშიც კი ღირსეულად გამოიყურება”.
პატარა ლეგენდა “ახტალის ტალახის” შესახებ…
გურჯაანში განთავსებული სახელგანთქმული ტალახით სამკურნალო კურორტის – ახტალას შესახებ ერთი პატარა ლეგენდა არსებობს,რომელიც დაკავშირებულია იმასთან,თუ როგორ წარმოიშვა ერთ დროს მდელოებით მოფენილ ახტალაში ესოდენ უნიკალური სამკურნალო თვისებებით ცნობილი ტალახი.
როგორ მმართველს მიიჩნევდა ქვეყნისა და ხალხისათვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველად ჟან ბოდენი?
გამოჩენილი ფრანგი პოლიტიკოსი,ჰუმანისტი,ფილოსოფოსი და პარლამენტარი - ჟან ბოდენი (1529-1596 წლები),რომელიც ერთ-ერთი შემმუშავებელი გახლდათ “სახელმწიფო სუვერენიტეტის” თეორიისა,ქვეყნისა და ხალხისათვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი მმართველის შესახებ წერდა:
ბენედიქტ არნოლდი – (“ეროვნული გმირი” და ამასთანავე,”სამშობლოს გამყიდველი”)
ბენედიქტ არნოლდი (1741-1801 წლები) – ერთის მხრივ წარმოადგენდა აშშ-ის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ “ეროვნულ გმირს”,რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატები იხსნა განადგურებისაგან,ხოლო მეორეს მხრივ იგი გახლდათ “სამშობლოს მოღალატე”,რომელმაც თავისი ქვეყანა – ფულზე გაყიდა.
ქრისტინა ჟივულსკას წიგნიდან – “მე გადავურჩი ოსვენციმს”
” – იცეკვე,შვილო,როგორც გიბრძანეს.ღიმილის საფარქვეშ დამალე შენი ღრმა მწუხარება.იცეკვე,ღმერთის წინაშე,უბედურო!”
რა საოცრად აღწერა “უკრაინული ღამე” ნიკოლოზ გოგოლმა?!”
“იცით თუ არა თქვენ როგორია უკრაინის ღამე? ო,თქვენ არ იცით როგორია უკრაინის ღამე! ჩაუკვირდით მას: ზეცის შუაგულიდან მთვარე გადმოგყურებთ.ზეცის თვალუწვდენელი კამარა უფრო გაფართოებულა,უფრო თვალუწვდენელად გაშლილა.იწვის და სუნთქავს იგი.დედამიწა მთლად ვერცხლოვანი სინათლითაა მოსილი, და საუცხოო ჰაერი გრილი და შეხუთულიცაა,ვნებით აღსავსეც და სურნელების ოკეანესაც მიმოარხევს.ღვთაებრივი ღამე!
ნოდარ დუმბაძე – “რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს!”
“რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს, მაშინ ჩვენ, ვინც ცას ვუყურებთ, დავინახავდით ერთმანეთს. მე დავინახავდი მამიდას, დავინახავდი ჩემს სოფელს, მთელ ქვეყანას დავინახავდი. რამდენ უცნობ კაცს და ჩემს ტოლს დავინახავდი, რამდენი ნაცნობი მეყოლებოდა… მთელ მსოფლიოს გავიცნობდი და მთელი მსოფლიო გამიცნობდა.
რატომ გვირჩევდა დეილი კარნეგი ბენჯამინ ფრანკლინის “ავტობიოგრაფიის” წაკითხვას?
1771 – 1790 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ყველაზე ღვაწლმოსილმა ფუძემდებელთაგანმა – ბენჯამინ ფრანკლინმა (1706-1790 წლები),თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ მეტად საინტერესო ინფორმაციების შემცველი მემუარები დაწერა,რომლებიც სამწუხაროდ,გარდაცვალების გამო ბოლომდე ვერ დაასრულა.
ნიკოლაი გუმილიოვი – “ჩვენ,ყველანი,დაბადებისთანავე სიკვდილმისჯილები ვხდებით!”
“უკანასკნელ პერიოდში გამუდმებით სიკვდილზე ვფიქრობ.გამუდმებით არა,ხშირად.განსაკუთრებით ღამით.ადამიანის მთელი ცხოვრება რაოდენ წარმატებული და ბედნიერიც არ უნდა იყოს,მაინც ტრაგიკული დასასრული აქვს,რადგან იგი გარდაუვალად სიკვდილით მთავრდება.რაც უნდა ეცადო,მაინც სიკვდილი მოგიწევს.ჩვენ,ყველას დაბადებიდანვე სიკვდილი გვაქვს მისჯილი და მაშასადამე,ჩვენ,ყველანი,დაბადებისთანავე სიკვდილმისჯილები ვხდებით!
ლევ ტოლსტოი წერდა…
„რომელმა პარტიამაც კი არ უნდა გაიმარჯვოს, იგი იძულებულია ძალაუფლების შესანარჩუნებლად არა მხოლოდ ძალმომრეობის ყველა არსებული საშუალება გამოიყენოს, არამედ კიდევ ახლებიც მოიგონოს”.