Category Archives: სხვა
კიტა აბაშიძის ნააზრევი…
“ჩვენისთანა პატარა და ჩაგრული ერი… დღენიადაგ ისეთ პირობებშია,რომ სულ თავის დაცვაზე უნდა იფიქროს,უნდა ყოველი ღონე მოახმაროს მას,რომ თავისი “ვინაობა” შეინარჩუნოს, – ვიხმაროთ ეს მშვენიერი სიტყვა ჩვენი საეროვნო პოლიტიკის გამჭედლის,დიდებულის მოძღვრის ილიას სიტყვა,რომელიც ჩვენი ნაციონალური გათვითცნობიერების ისტორიის ფურცლებზედ მისი წმინდა სისხლით არის აღბეჭდილი.
ჟან დე ლა ბრიურეის ნააზრევი…
“ვის შეუძლია ეჭვი შეეპაროს იმაში,თითქოს ბავშვებს აზროვნების,შეფასებისა თუ თანმიმდევრული მსჯელობის უნარი არ შესწევთ? მართალია,ამ უნარს მხოლოდ წვრილმანებში ამჟღავნებენ,მაგრამ ნუ დაივიწყებთ,რომ პატარები არიან და დიდი გამოცდილება არ გააჩნიათ.
ნიდერლანდების ეროვნული ჰიმნი – “Wet Wilhelmus”
ნიდერლანდების ეროვნული ჰიმნი “Het Wilhelmus” (ვილჰელმის სიმღერა),ყველზე ძველ ეროვნულ ჰიმნად არის მიჩნეული.იგი პიველად შესრულებულ იქნა 1574 წელს და მიძღვნილ იქნა ვილჰელმ I ორანელზე (1533-1584 წლები).
“ტივოლის პარკი”
“ტივოლის პარკი” - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გასართობი პარკია მსოფლიოში.იგი მდებარეობს დანიის დედაქალაქ კოპანჰაგენში.სწორედ ამ პარკში სტუმრობის შემდეგ,მისი სილამაზით მონუსხულმა გადაწყვიტა – გენიალურმა ამერიკელმა მხატვარ-მულტიპლიკატორმა უოლტ დისნეიმ (1901-1966 წლები),საყოველთაოდ ცნობილი და ლეგენდარული “დისნეილენდის” შექმნა.
ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინის ნააზრევი…
“ზოგადად,სჯერათ,რომ კარგი ან ცუდი მეგობრები განსაზღვრავენ,როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება ადამიანი.ალბათ,ასეც ხდება სუსტი ნებისყოფის ადამიანების შეთხვევაში,რომლებსაც სხვები მართავენ.
შიო არაგვისპირელის მოგონებებიდან…
“დიდი ვაება განვიცადე,როდესაც სემინარია გავათავე და ცხოვრების წინ დავდეგ,არაფრისთვის მომზადებული.თითქოს მღვდლად უნდა წავსულიყავი,მაგრამ როგორ,როდესაც სრულიად შიშველი მყვეს,მამის გადმოცემაც კი წამართვეს და ეხლა მღვდლად?!
დიმიტრი ყიფიანის წერილი – გრიგოლ ორბელიანს…
“ქალაქში ხმა დაუგდიათ,ყიფიანი პეტერბურგში რჩებაო,ამა და ამ ადგილს აძლევენ და ცოლ-შვილსაც იბარებსო.სხვამ იქნება არა,მაგრამ თქვენ,მგონია,ადვილად დამიჯეროთ,რომ ჩემს სამშობლო-ქვეყნის მიწა-წყალი…
ილია ჭავჭავაძე – გაბრიელ ქიქოძის შესახებ…
“სიბრძნესთან ერთად ორი სიკეთე კიდევ ჰქონდა მომადლებული ღვთისაგან.ერთი ისა,რომ იგი იყო შვილი,სისხლი და ხორცი ამა ერისა, და მაშასადამე,იცოდა რა ტკივილით იმტკივნეულოს,რა სიხარულით ინუგეშოს და მეორე ისა,რომ მოციქულობდა ჩვენის სამშობლო სიტყვითა,იმ ენითა,რომლითაც დღესაც ვადიდებთ ღმერთსა,ვპატრონობთ ქვეყანასა და სულსა და გულს ვაწვდით ერთმანეთსა საუკუნიდამ საუკუნემდე.
“კაფე დე ლა რეჟანსი”
“კაფე დე ლა რეჟანსი” - გახლდათ არა მარტო საფრანგეთში,არამედ მთელ ევროპაში ცნობილი კაფე,რომელიც XVIII-XIX საუკუნეებში იქცა ერთგვარ ცენტრად “ჭადრაკის” შესანიშნავი ინტელექტუალური თამაშისა.
სულხან-საბა ორბელიანის განმარტება “თამაშობისა”
“თამაშობა” – ესეცა განიყოფების ექვსად: ასპარეზობად,მღერად,ფუნდრუკად,ხუნტრუცად,როკვად და შექცევად.მოასპარეზობა არს მხედართა მიერ ამძთა ისრისა სრევა,ბურთთა ყვანჭსა ცემა,საგანთა სროლა და ეგევითარნი;