Category Archives: იცით თუ არა,რომ
იცით თუ არა,რომ
1. დიდი ამერიკელი მწერალი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი,ღვინოს “კაცობრიობის ცივილიზაციის უდიდეს მწვერვალს” უწოდებდა.
იცით თუ არა,რომ
1. “ჭკუა სინდისის გარეშე” – ასე უწოდებდნენ ფაშისტური გერმანიის საჰაერო მიმოსვლის მინისტრს – ჰერმან ვილჰელმ გერინგს.
იცით თუ არა,რომ
1. ერთადერთი ინგლისის მეფე,რომელიც ბრძოლის ველზე დაეცა,იორკების სამეფო დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი – რიჩარდ III (1452-1485 წლები) გახლდათ.იგი დაიღუპა 1485 წლის 22 ავისტოს ბოსვორტთან გამრთულ ბრძოლაში,”ვარდების ომის” მსვლელობისას.
იცით თუ არა,რომ
1. კორეაში,ბავშვის ჩასახვისთანავე იწყება ათვლა მისი წლოვანებისა.ამიტომ კორეელი ბავშვები დოკუმენტურად,ყოველთვის უფროსი ასაკის არიან,ვიდრე სხვა ქვეყნების თანატოლი ბავშვები.
იცით თუ არა,რომ
1. გენიალურმა ფრანგმა მოქნდაკემ და ხელოვანმა – ფრანსუა-ოგიუსტ-რენე როდენმა,სამჯერ სცადა ჩაებარებინა “პარიზის ხელოვნების სასწავლებელში”,თუმცა მას სამივეჯერ უარი ეთქვა,იმ მიზეზით,რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა სასწავლებლის მოთხოვნებს.
იცით თუ არა,რომ
1. მარგოტ ჰონეკერი გახლდათ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრი (1963-1989 წლები) და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გენსეკის – ჰენრიხ ჰონეკერის მეუღლე.
იცით თუ არა,რომ
1. დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე აკაკი წერეთელი,საკუთარ თავს – “დღიურ მუშას” ეძახდა.
იცით თუ არა,რომ
1. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ,ნიუ იორკის სატელეფონო წიგნში,ოცდაორი – ჰიტლერის გვარი იყო დაფიქსირებული.ხოლო ომის დასრულების შემდეგ კი – არცერთი,რადგან ასეთი გვარის მქონე ყველა ოჯახმა გვარი გამოიცვალა.
იცით თუ არა,რომ
1. ინდოეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 1950 წლამდე ფეხბურთს ფეხშიშველა თამაშობდა.