Category Archives: იცით თუ არა,რომ
იცით თუ არა,რომ
1. ალბერტ აინშატაინმა,როდესაც ისრაელში გოდების კედელთან – ებრაელთა ტკივილით აღსავსე ლოცვა იხილა,თავის დღიურში ჩაწერა: “წარსულის მქონე და აწმყოს გარეშე დარჩენილი ადამიანების საბრალო ერი”.
იცით თუ არა,რომ
1. ხმელთაშუა ზღვა – ყველაზე დაბინძურებულ ზღვადაა მიჩნეული მსოფლიოში.სადაც ყოველი კუბური მეტრი წყალი შეიცავს 33 სახეობის ნარჩენებს,ხოლო ყოველ ლიტრ ზღვის წყალში 10 გრამი ნავტობპროდუქტებია.ზღვის ფსკერის ყოველი კვადრატული კილომეტრი კი 1900-მდე სხვადასხვა ნივთებით არის მოფენილი.
იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ნიდერლანდელი მხატვარ-პოსტიმპრესიონალისტის ვინსენტ ვან გოგის (1853-1890 წლები),ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილო “ვარსკვლავიანი ღამე” დახატული 1889 წელს,მხატვარმა სენ-რემი დე პროვანსის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დახატა,მცირე ხნის შემდეგ რაც ყურის ნაწილი მოიჭრა.
იცით თუ არა,რომ
1. პირველად “საღეჭ რეზინაში” შაქარი გამოიყენა ცნობილმა სტომატოლოგმა – უილიამ სემპლემმა 1869 წელს.
იცით თუ არა,რომ
1. თეთრკანიანი ადამიანისა და მეტისის ქორწინების შედეგად დაბადებულ ადამიანს – “კვარტერონი” ჰქვია.
იცით თუ არა,რომ
1. ყველაზე მაღალი ადამიანის სხეულის ტემპერატურა,რაც კი ოდესმე სამედიცინო პრაქტიკაში დაფიქსირებულა,მოხდა 1980 წელს,ამერიკელი,ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის მკვიდრის – უილი ჯონსის შემთხვევაში,როდესაც მისმა სხეულის ტემპერატურამ 46,5 გრადუს-ცელსიუსს მიაღწია.თუმცა საბედნიეროდ პაციენტი 24 დღიანი მკურნალობის შემდეგ ჯანმრთელი დაუბრუნდა ოჯახს.
იცით თუ არა,რომ
1. სახელმწიფო ფიჯი,მისი უნიკალური ბუნებრივი სილამაზის გამო მოხსენიებულია,როგორც: “სამოთხის ფილიალი დედამიწაზე”.
იცით თუ არა,რომ
1. რძიანი შოკოლადი პირველად XIX საუკუნის შუა ნახევრაში შვეიცარიელმა – დანიელ პიტერმა გამოიგონა,ამიტომ მას “შვეიცარიულ შოკოლადს” უწოდებდნენ.
იცით თუ არა,რომ
1. ძველი ბერძნები “დრაკონულ კანონებს”,ახასიათებდნენ,როგორ დაწერილს არა მელნით,არამედ სისხლით.
იცით თუ არა,რომ
1. შოტლანდიის მეფე იაკობ IV შოტლანდიელი (1473-1513 წლები),გარდა იმისა,რომ მეფე გახლდათ,ამასთანავე იგი იყო მოყვარული-სტომატოლოგი,რომელიც თავის ნათესავებსა და ახლობლებს იქით უხდიდა ფულს იმისათვის,რომ მათ კბილებზე ემკურნალა.