Category Archives: ისტორია
სოკრატეს “გენიალური პასუხი” კრიტონს…
მას შემდეგ,რაც გენიალურ ძველბერძენ ფილოსოფოსს – სოკრატეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს,მის გადასარჩენად ერთუსლოვნად დაირაზმნენ მისი მეგობრები,მოწაფეები და ზოგადად – კეთილისმსურველები.ცნობილია,რომ არც ერთი მათგანი არც თავს ზოგავდა და არც ფულს,რომ,როგორმე კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი სიკვდილის კლანჭებისაგან გამოეხსნათ.
აპატურია
აპატურია – წარმოადგენდა უძველეს საერთოიონურ დღესასწაულს (ფესტივალს),რომელიც იმართებოდა ზევსის უსაყვალესი ქალიშვილის,ღრუბელთა ქალღმერთის,ცისა და ელვის მბრძანებელის და ზოგადად საბერძნეთის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაების – ათენასა და ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაების – ჰეფესტოსის საპატივცემულოდ.
ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების უკანასკნელი დღეები…
მიუხედავად ალკოჰოლური სასმელისადმი განუზომელი სიყვარულისა,ალექსანდრე მაკედონელის მიმსგავსება კალიგულასთან და ნერონთან – გარყვნილ რომაელ იმპერატორებთან – რომლებმაც მთელი ცხოვრება გამოუფხიზებელ ლოთობასა და არნახულ უზნეობაში გაატარეს,არ შეიძლება.
ლიკურგეს გენიალური გადაწყვეტილება…
ლეგენდად ქცეული სპარტელი კანონმდებელი - ლიკურგე (ძვ.წ.აღ-ით IX-VIII საუკუნეები),რომლის მიერ მიღებულმა უმთავრესმა კანონებმა მოქალექეთა ზნე-ჩვეულებებში ღრმად გაიდგა ფესვები,პლატონის სიტყვებით რომ ვთქვათ,როგორც ღმერთს გაუხარდა სამყაროს შექმნის შემდეგ ამ სამყაროს ხილვა და მისი პირველი ამოძრავება,ისევე აღფრთოვანდა და კმაყოფილი დარჩა,როდესაც მის მიერ დამკვიდრებული კანონების მოქმედება და მათი სიდიადე იხილა სპარტაში.
ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინი – „ფრანსისკო ფრანკოსა და ესპანელების შესახებ ამბობდა”
„ეს ფრანკო ნამდვილი იდიოტია. რაკი რამდენიმე ქვეყნის მხარდაჭერა მიიღო, ჰგონია, რომ ომს დიპლომატიით მოიგებს, ის კი არ იცის, რომ მთავარი მტერი საკუთარ ბუნაგში ჰყავს.
მიტილენელი ელჩების მიმართვა ლაკედემონელებს (სპარტელებს)…
“ჩვენთვის ცნობილია ელინთა დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ,ვინც ომის დროს მოკავშირეებს მიატოვებს.მათ სიამოვნებით იღებენ,თუ ისინი საჭირო არიან,მაგრამ პატივს არ სცემენ.ასეთი აზრი გამართლებულია,თუ საქმე ეხება თანასწორ სახელმწიფოთა დაშორებას საფუძვლიანი მიზეზის გარეშე.
რანავალონა I – (“კალიგულა კაბაში”)
რანავალონა I – დაიბადა 1788 წელს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულ მადაგასკარზე.იგი წარმოადგენდა განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილ მმართველ დედოფალს,იმავე კუნძულზე XVIII-XIX საუკუნეებში არსებული იმერინას იმპერიისა.
“გერმანიის ნაცისტური რეჟიმის მოსამართლეებისა და პროკურორების ნიურნბერგის სასამართლო პროცესი”
“გერმანიის ნაცისტური რეჟიმის მოსამართლეებისა და პროკურორების ნიურნბერგის სასამართლო პროცესი” – (ოფიციალური სახელწოდება გახლვათ – “ამერიკის შეერთებული შტატები იოზეფ ალტშტიოტერის და სხვათა წინააღმდეგ”) წარმოადგენს ნიურნბერგის იმ სასამართლო პროცესს,სადაც გასამართლებულ იქნენ ნაცისტური რეჟიმის ის მოსამართლეები,პროკურორები და იურისტები,რომელთა უსასტიკეს ბრალდებებსა და განაჩენებსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე და პირადი საკუთრება შეეწირა.
ალექსანდრე მაკედონელი ამბობდა…
“მე,მართალია,ბევრი მსხვერპლი ვითხოვე,მაგრამ ბევრი აქედან ჟამთა და გარემოებათა მსხვერპლია… მე რომ მოვკვდები,ჩემო სარდლებო,თქვენ ერთიმეორეს დაჭამათ,
ჩინგიზ-ყაენი – “დიდი კანონი”
იმისთვის,რომ იმპერია ეფექტურად ემართა,ჩაეწერა კანონები და უზარმაზარი ქვეყნის ყველა კუთხეში აემოქმედებინა,მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა მხედართმთავარმა,დამპყრობელმა და მონღოლთა იმპერიის სულიჩამდგმელმა - ჩინგიზ-ყაენმა (1155-1227 წლები) მონღოლური დამწერლობის სისტემის შექმნა ბრძანა.