Category Archives: გეოგრაფია

“ულაფ V-ს მიწა”

“ულაფ V-ს მიწა” - ინგლისურ ენაზე “Olav V Land”,წარმოადგენს მყინვარს,რომელიც მდებარეობს დასავლეთ შპიცბერგენის კუნძულზე (შპიცბერგენის არქიპელაგი – ნორვეგია).

“უაი-ო-ტაპუ”

“უაი-ო-ტაპუ” - მაორების ენიდან ითარგმნება,როგორც “წმინდა წყლები” და იგი წარმოადგენს ოლქს (რეგიონს),რომელიც გამოირჩევა მაღალი გეოთერმული აქტიურობით და მდებარეობს ვულკანური ცენტრის – ოკატაინას სამხრეთ ნაწილში,რეპოროას კალდერას (წრიული ან ვულკანური წარმოშობის დიდი ღრმული) ჩრდილოეთით,ტაუპოს ვულკანურ ზონაში,რომელიც თავის მხრივ მდებარეობს ახალი ზელანდიის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში.

“ოქციდენტი”

“ოქციდენტი” - ლათინურ ენაზე “Occidens” და ითარგმნება როგორც “ჩადის,ჩამავალი”.იგი გახლდათ შუასაუკუნეების აღმნიშვნელი გეოგრაფიული ტერმინი,რომლითაც მოიხსენიებდნენ – “დასავლურ სამყაროს” (ქრისტიანულ სამყაროს,ევროპას),

“პურუსი”

“პურუსი” - ინგლისურ ენაზე “Rio Purus”,წარმოადგენს მდინარეს პერუსა და ბრაზილიაში.იგი გახლავთ მარჯვენა შენაკადი,მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარის – ამაზონისა.

“არენალის ტბა”

“არენალის ტბა” - ინგლისურ ენაზე ”Lake Arenal”,წარმოადგენს ცენტრალური ამერიკის,ერთ-ერთი ულამაზესი ბუნების მქონე ქვეყნის კოსტა-რიკის რესპუბლიკის ყველაზე დიდ ტბას.

“მაიონის ვულკანი”

“მაიონის ვულკანი” - ინგლისურ ენაზე “Mayon Volcano”,წარმოადგენს მოქმედ ვულკანს ფილიპინებში.კერძოდ იგი მდებარეობს პროვინცია ალბაიში – ბიკოლის რეგიონში,რომელიც თავის მხრივ სამხრეთ-აღმოსავლეთი გახლავთ უმთავრესი კუნძულის ლუსონისა.

“პიჩლეიკის ტბა”

“პიჩლეიკის ტბა” - ინგლისურ ენაზე “Pitch Lake”,თარგმანით აღნიშნავს – ბიტუმის ტბას და იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უიშვიათეს ტბას მსოფლიოში,რომელიც შედგება სუფთა თხევადი ასფალტისაგან.

“ანზა-ბორეგოს ეროვნული პარკი”

“ანზა-ბორეგოს ეროვნული პარკი” - განთავსებულია ამერიკა-მექსიკის საზრვარზე,კალიფორნიის უდაბნოს ტერიტორიაზე.იგი სიდიდით მეორე ეროვნული პარკია ამერიკის შეერთებული შტატებისა.

მალე

მალე - წარმოადგენს მალდივის რესპუბლიკის დედაქალაქსა და საოცარი ბუნებრივი სილამაზის მქონე ქალაქს,რომელიც სრულიად წყლით არის შემოსაზღვრული.იგი ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია,სადაც 104 403 ადამიანი ცხოვრობს.

ნიუელტინის ტბა

ნიუელტინის ტბა - წარმოადგენს კანადის პროვინცია მანიტობას საზღვარსა და კანადის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ნუნავუტის ტერიტორიაზე (ინუიტების სამშობლო) მდებარე ტბას.იგი კანადის ერთ-ერთ უდიდეს ტბად არის ცნობილი.