Category Archives: ფილოსოფია

მოჰანდას კარამჩანდ განდის მოსაზრება…

“კრავის სიცოცხლე ისეთივე ძვირფასია,როგორიც ადამიანისა.ადამიანის ფიზიკური გადარჩენისათვის ცხვარს სიცოცხლეს არ გამოვასალმებდი.მწამს,რომ რაც უფრო უსუსურია პირუტყვი,მით მეტად უნდა იცავდეს მას ადამიანი ადამიანისვე სისასტიკისგან.

მოჰანდას კარამჩად განდის მოსაზრება…

„ადამიანი და მისი საქციელი ორი სხვადასხვა რამაა. მაშინ როდესაც კეთილი საქმე ქებას იმსახურებს, ხოლო ბოროტი – განკიცხვას, საქციელის ჩამდენი – სულ ერთია,

მიშელ ეიკემ დე მონტენი – “სოკრატეს დემონის” შესახებ წერდა…

“სოკრატეს დემონი,როგორც ჩანს,სხვა არა იყო რა,თუ არა მისი ნების ერთგვარი აღმაფრენა,რაც მისსავე გონებაზე როდი გახლდათ დამოკიდებული.თუმცა ისიც უნდა ითქვას,რომ ესოდენ ამაღლებულსა და თანაც სიბრძნესა და სიქველეში მუდმივი თვითრწმენით გამობრძმედილ სულში ნების ამგვარი მიდრეკილება,

მიხეილ თუმანიშვილის ნააზრევი…

“ყოველივე ღვთის გაჩენილია,მაშ რატომ მხოლოდ ადამიანი – ეს საუკეთესო გვირგვინი მისი – მარტო ერთადერთი ბრძოლაშია თავის თავთანვე.თავის თავთანვე,იმიტომ რომ ყველა ადამიანი – მტერიც და მოყვარეც – განა შემოქმედის დანიშნულებისამებრ ძმები არ არიან ერთმანეთისა?

ბარონ იოზეფ ეტვეშ ფონ ვაშაროშნამენის მოსაზრება…

“შვილები თავიანთ მშობლებში ხედავენ წარსულს,მშობლები კი – თავიანთ შვილებში მომავალს; და თუ მშობლებში ვხედავთ უფრო მეტ სიყვარულს შვილებისადმი,ვიდრე შვილებში სიყვარულს მშობლებისადმი,ეს სამწუხაროა,მაგრამ იმავე დროს ბუნებრივიცაა.ვის არ უყვარს უფრო მეტად თავისი იმედები,ვიდრე თავისი მოგონებები”. (ავტორი გენია.ჯი)

არტურ შოპენჰაუერის ნააზრევი…

“ჩვენი სიჭაბუკის სილაღეს და სიხალისეს,სხვათა შორის,ისიც განაპირობებს,რომ მთის კალთაზე აღმა მავალნი ვერ ვხედავთ სიკვდილს,რომელიც თხემს გადაღმა,მთის ძირას გველოდება.მაგრამ თხემზე რომ ვექცევით მთას,ჩვენ უკვე საკუთარი თვალითა ვხედავთ იმ სიკვდილს,რომელიც ადრე მხოლოდ ყურმოკვრით თუ გვსმენია.

თემისტიოსი

თემისტიოსი - დაიბადა 317 წელს პაფლაგონიაში (მცირე აზიის ჩრდილოეთი,ერთ-ერთი ისტორიულ რეგიონი).იგი გახლდათ დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი და სწავლული.

“რომანიპე”

“რომანიპე” - გახლავთ უმთავრესი ტერმინი ბოშათა ფილოსოფიისა,რომელიც ითარგმნება,როგორც – “ბოშათა სული”,”ბოშათა კულტურა”.თავად დანიშნულება ტერმინისა,საკმაოდ ფართო გაგებისაა.

“ერისტიკა”

“ერისტიკა” - წარმოადგენს დავის,კამათის ან პოლემიკის ხელოვნებას (უნარს),რომელიც თავის დროზე შემუშავებულ იქნა სოფიზმის ფილოსოფოსთა მიმდევრების მიერ.

არისტიპოსის ფილოსოფიიდან…

ცნობილი ძველბერძენი ფილოსოფოსი და კირენაიკული ფილოსოფიური სკოლის ფუძემდებელი – არისტიპოსი (ძვ.წ.აღ-ით 435-355 წლები),ადამიანებს დაბეჯითებით ურჩევდა,წარსულის გამო დარდს არ მისცემოდნენ და წინასწარ არც მომავლისათვის შეწუხებულიყვნენ.