Category Archives: განათლება
ულუღ ბეგის შესახებ…
საქართველოს დაუძინებელი მტრისა და სისასტიკით განთქმული შუააზიელი მხედართმთავრის – თემურლ ლენგის,იგივე “კოჭლი თემურის” შვილიშვილმა – მუჰმად თაღარაი ულუღ ბეგმა (1394-1449 წლები) დაუნდობელი ბაბუასაგან განსხვავებით,ცხოვრების კარდინალურად განსხვავებული გზა აირჩია.
ვერნერ ფონ ბრაუნის შესახებ…
გერმანული წარმომავლობის მქონე ამერიკელმა მეცნიერმა - ვერნერ ფონ ბრაუნმა (1912-1977 წლები) თავისი განვლილი ცხოვრებით დამაჯერებლად დაადუსტურა,რომ გენია და ბოროტება ერთმანეთთან თავსებადები არიან.მან მესამე რაიხის უბოროტესი რეჟიმისათვის შექმნა “შურისძიების იარაღი” (ფაუ 2),ითამაშა უოლტ დისნეის რამდენიმე საბავშვო ფილმში და ადამიანს საშუალება მისცა მთვარეზე გაფრენილიყო.
როჟე მარტინ დიუგარის შესახებ…
1881 წლის 23 მარტს დაიბადა ფრანგი რომანისტი,დრამატურგი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში – როჟე მარტინ დიუგარი. 17 წლის ასაკში წაიკითხა ლევ ტოლსტოის ქმნილება – “ომი და მშვიდობა”.
პიერ სიმონ ლაპლასის შესახებ…
დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის საკითხებზე ფუნდამენტალური შრომების ავტორის,დიდი ფრანგი მათემატიკოსის,ფიზიკოსისა და ასტრონომის – პიერ სიმონ ლაპლასის (1749-1827 წლები) შესახებ ნაპოლეონ ბონაპარტი თავის მემუარებში წერდა – “დიდმა ასტრონომმა შეცოდა იმით,რომ იგი ცხოვრებას უსასრულოდ მცირე თვალსაზრისით განიხილავდა და განსჯიდაო”.
ის,რასაც არკადი გაიდარის შესახებ უმალავდნენ საბჭოთა სკოლებში ბავშვებს…
საბჭოთა კავშირის საგანმანათლებლო სისტემაში ფართოდ იყო გავრცელებული ისეთი რუსი საბჭოთა საბავშვო მწერლის სახელი,როგორიც გახლდათ - არკადი გაიდარი (1904-1941 წლები).არკადი გაიდარისა,რომელიც ავტორი გახლდათ იმ პერიოდისათვის ისეთი პოპულარული საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოებებისა,როგორებიცაა – “თემური და მისი რაზმი”,”ტყის ძმები” და “ცხელი ქვა” (მწერლის უკანასკნელი ნაწარმოები).
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ალბათ ყველას მიგვიქცევია ყურადღება იმაზე,რომ ახლად შეძენილ ტანისამოსს ყოველთვის თან მოჰყვება ისეთივე ქსოვილის პატარა ნაჭერი ფოლაქთან ერთად (ქვემოთ განთავსებული ფოტო),როგორი ქსოვილითაც არის იგი დამზადებული.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ,რატომ ეწოდა გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორისა და ვენის კლასიკური სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის – ფრანც იოზეფ ჰაიდნის (1732-1809 წლები) მიერ 1791 წელს დაწერილ “96-ე სიმფონიას” – “სასწაული”?
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ,რა წარწერა იყო ამოტვიფრული გენიალური ძველ ბერძენი მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის – პითაგორას (ძვ.წ.ა-ით 580-500 წლები) ბეჭედზე?
ჰანს კრისტიან ანდერსენი – “ეპიზოდი”
ღარიბი მეწაღის – ჰანს ანდერსენის ვაჟი – ჰანს კრისტიან ანდერსენი (1805-1875 წლები) იმთავითვე მეტად მგრნობიარე და ემოცური პიროვნება გახლდათ, და რადგანაც იმ პერიოდის სკოლებში ფიზიკური დასჯა ჩვეულებად იყო ქცეული,დედამ – ანა მარი ანდერსდატერმა ბავშვი იმ საქველმოქმედო სკოლაში მიიყვანა სასწავლებლად,სადაც სხვა სკოლებისაგან განსხვავებით მოსწავლეებს ფიზიკურად არავინ სჯიდა.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ ამერიკის შეერთებული შტატების იმ პრეზიდენტის ვინაობა,რომელზედაც დადიოდა ხმები იმის შესახებ,რომ თითქოს მან გენიალური ინგლისელი დრამატურგის – უილიამ შექსპირის სახლ-მუზეუმში ექსკურსიის დროს ამ უდიდესი დრამატურგის პირადი სკამის ნაწილი მოიპარა?