Category Archives: ლიტერატურა

ვალენტინ რასპუტინის რომანიდან – “უკანასკნელი ვადა”

“მხოლოდ ის არ კვდება,ვისაც დაბადება არ უწერია.სიკვდილიც ხომ მხოლოდ ამისთვისაა მოვლენილი ამ ქვეყნად და ვალდებულია აღასრულოს თავისი ვალი”.

კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან – “დიონისოს ღიმილი”

“ადამიანს დაავიწყდა ღმერთი და გაცოფდა”.

ამონარიდები ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებებიდან…

„ – ღმერთი! ღმერთი! რა უჭირს იმ ღმერთს, უბრძანოს ოსმალოს იქნება თუ სპარსელს, რაჭის ერისთავს იქნება თუ ჩვენ მეფეებს, „გაჩერდი, შენ ტყავში დაეტიე, ნუ აწიოკებ მეზობელს, თვარა, ჩემი ანგელოზების რაზმით ნაცარ-ტუტათ გაქცევო”. პატარა კაცებს გვითხრას, „ნუ ქურდობ, საზღვარს ნუ გადაწევ, თორემ რაც გაქ, იმასაც გაგიტიალებო”. არა, დამჯდარა ის დალოცვილი და სეირს უყურებს, რავა ვჭამთ ერთმანეთს…

სოფრომ მგალობლიშვილის მოთხრობიდან – “ჯორ-ზაქარა”

“მე რომ პირუტყვთა მფარველ საზოგადოებისა ვიყო,სასტიკად ავკრძალავდი პირუტყვების ხოცვასა.რამდენი პირუტყვია,რომ ადამიანის უმჯობესია”. 

ჯემალ რატიანის ნაწარმოებიდან – “მდინარისა და მთებს გაღმა”…

“ხელოვანი,სანამ საყოველთაოდ აღიარებული შეიქმნებოდეს,იძულებულია,გაუძლოს არაკეთილისმოსურნეთა ეჭვებს,

ამონარიდები იცხოკას მერასის ნაწარმოებებიდან…

“ძეგლებს მხოლოდ მკვდრებისთვის არ დგამენ.

ხანდახან ცოცხლებსაც უნდა დაედგას.უნდა დაედგას ყველაზე ცოცხალს ცოცხალთა შორის”.

ამონარიდი ნაირა გელაშვილის მოთხრობიდან – „სერსო”

„ღმერთო ჩემო, აბა როდის არის, რომ განშორების მიზეზი, რაიმე საგანივით ერთნიშნა ნივთივით თვალწინ გედოს? განა არ არის ეს აზრის პოვნის პროცესი,

მიხეილ ბულგაკოვის ნაწარმოებიდან – “თეატრალური რომანი”

“ეშმაკსაც წაუღია ენა! საქმე ენა არ გახლავთ”.

რევაზ ჯაფარიძის რომან-ტეტრალოგიიდან – „მძიმე ჯვარი”

„ერთგულებასაც, როგორც ყველაფერს ამ წუთისოფელში, საზღვარი აქვს. შენი ერთგულები ერთგულებას მანამ გაგიწევენ და გვერდიდან არ მოგშორდებიან, სანამ ეს ერთგულება და სიმტკიცე საღ გონებას ექვემდებარება. მერე კი ყველა თავის გზას იპოვნის და შენ სულ მარტო დარჩები”.

ონორე დე ბალზაკის პორტრეტისათვის…

უცნაურია… თუმცა ბევრი დიდებული ნაწარმოები შეუქმნია არსებობისათვის ბრძოლას,ბევრი,დიდებული და გასაოცარი.ყველას თუ არ ჩამოვთვლით,თუნდაც გენიალური ფრანგი მწერლის – ონორე დე ბალზაკის “ადამიანური კომედია” კმარა ამის სამაგალითოდ.