Category Archives: ლიტერატურა
ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„ყოველგვარი ძალადობა თუ თვითნებობის ნატამალი, რა ფორმითაც არ უნდა იყოს იგი, ფუჭი და ამაო მცდელობაა იმავე მიზნის მისაღწევად, რისიც ყოველი შედეგი დროებითია, სუსტი და უსუსური – დრო, ჟამი და ადამიანი ადრე თუ გვიან დასჯაბნის ყველა ნაძალადევს”.
ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „ყვარყვარე თუთაბერი”
„ – მე რომ მკითხონ, სიყვარული მახეებში ძრომაა. თუ გააბი ქალი, ბულბულს შეარცხვენს, ისე ტკბილ გალობას დაგიბერავს, მაგრამ თუ გაგაბა, ქარცეცხლს შემოგიკიდებს”.
ამონარიდები ნიკო კეცხოველის წიგნიდან – „მეცხრე მთაც გადავიარეთ”
„ – ეგრეა, მტერი ბევრია, თუ თვალი მივლულეთ, „მეგობარი” მტერივით ჩამოგვისახლდება და მერე ფეხს ვერ მოაცვლევინებ”.
ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „ყვარვარე თუთაბერი”
„ხალხი თავის მტერია, თუ არ მოწყესე, უჭკუო საქონელივით ხრამში გადავარდება… თუ შნო გაქვს, ჯოხს თვითონ მოგცემს, ოღონდ ძალიან ჭკვიანად უნდა დაარტყა.”
ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „კახაბერის ხმალი”
„სიმართლის ამბავი ასეთია – ის ყველა ენაზე უცხოა და არავის ესმის. სიმართლეს მთარგმნელებითაც ვერავის გააგებინებ… იმიტომ, რომ სააქაოს ენა არაა და თარგმნა არ უხერხდება.
ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „გარდამოხსნა”
„რამდენი უბედურება ხდება იმის გამო, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ, არ სურთ ან არ ცდილობენ ერთმანეთს გაუგონ”.
ამონარიდები სერგო კლიდიაშვილის რომანიდან – „ფერფლი”
„ – რა დიდი სიკეთეა მზის ამოსვლა! რა მარადი სილამაზეა უსასრულოდ მაღალი ცა! რა სიხარულია, რომ ვსუნთქავ და მკერდში გული ფეთქს, რომ ვიღაც მიყვარს, ვიღაცას შევხარი! რა კარგია, რომ თვალი მაქვს და ქვეყანას ვხედავ! რამდენი რამ არსებობს კიდევ იმისათვის, რომ ბედნიერი ვიყო!”
ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„ქონებასაც ისეთივე თვისებები აქვს, როგორც ლამაზ ქალს – გულმოდგინედ თუ არ მოუვლი, არ უპატრონებ, ისე გაგეპარება ხელსა და თვალს შუა, რომ ვერც გაიგებ, სად გაქრა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს საწოლსა თუ ჯიბეს ხელს არ მოუსვამ და სიცარიელეს არ იგრძნობ”.
ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„თურმე მეზობელთან მეზობლურად უნდა იყო. არც მეტი – არც ნაკლები. არც ღობის მოშლა და ნამეტანი გაშინაურება ვარგა და არც, რასაკვირველია, ცხვირაბზუებით განგან სიარული”. – (ხეო სიცოცხლისაო)