Category Archives: ლიტერატურა

გალაკტიონ ტაბიძე – დავით კლდიაშვილის შესახებ წერდა…

“როდესაც ხელში ვიღებ დავით კლდიაშვილის წიგნს, არ შეიძლება არ გავიფიქრო: აი, კლდიაშვილი, განუმეორებლად მეტყველი, თავისებური კოლორიტით მწერალი… რომ დავით კლდიაშვილი არა, დაუხატველი დარჩებოდა მსოფლიო ლიტერატურაში სოლომონ მორბელაძე.

ჟოზე სარამაგუს რომანიდან – „სიბრმავე”

„ნათქვამია, სიბრმავე არ არსებობს, მხოლოდ ბრმები არსებობენო, თუმცა, მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვასწავლის სწორედ იმას, რომ ბრმები არ არსებობენ, მხოლოდ სხვადასხვა სახის სიბრმავე არსებობს”. -

ჯიბრან ხალილ ჯიბრანის გენიალური ნოველა – „საფლავთა ძახილი”

„ემირმა მართლმსაჯულების სავარძელში მოირთხა ფეხი. ბრძენნი მისი ქვეყნისანი მარჯვნივ და მარცხნივ შემოუსხდნენ. მათ დანაოჭებულ სახეებზე წიგნებისა და მოგზაურობათა კვალი აღბეჭდილიყო.

ნოდარ დუმბაძის გენიალური რომანიდან – “მარადისობის კანონი”

” …რევიზია გამომიგზავნა… – გააგრძელა გაწყვეტილი სიტყვა დარახველიძემ, – …ოცი წელია უკვე,მაგ დარგში ვმუშაობ და ჯერ ჩემთვის რევიზია არავის გაუბედავს,ჯერ ხუმრობდა,მეგონა,მერე გავიხედე და მართლა არ მამოწმებენ?!

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს რომანიდან – “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”

“სიცოცხლე უსიყვარულოდ,სატრფოსგან მოშორებით,მხოლოდ უთავბოლო კომედიაა,ცუდი პიესაა გამოსაღები უჯრებით.გამოსწევ ერთ უჯრას,ისევ შესწევ და შემდეგისკენ იჩქარი.

ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური რომანიდან – “დათა თუთაშხია”

” – გაწამებულს და გატანჯულს რომ ნახავ ვინმეს,უნდა იღონო რაიმე,რომ ეშველოს იმ კაცს,თუ ადამიანი ხარ.ამას ვშვრებოდი მე,მაგრამ თვითონაც ხომ უნდა გაანძრიოს თავი და ხელი და ხომ უნდა უშველოს თავის თავს და მის ბედში მყოფსაც,სიკეთე და სამართალი თუ უნდა.

თედორე დოსტოევსკის რომანიდან – “ძმები კარამაზოვები”

“მაინც რა არის პატიოსნება,ანდა სისხლის დაღვრის ცოდვად მიჩნევა,იქნებ სულაც მხოლოდ დრომოჭმული გადმონაშთია?” იქნებ ვინმე შემეკამათოს კიდეც და მითხრას,რომ ავადმყოფური,ისტერიკული,ცილისმწამებელი ადამიანი ვარ;

ენჰედუანა

ენჰედუანა (ძვ.წ.აღ-ით 2285-2250 წლები) – წარმოადგენდა გონიერებით განთქმულ აქადეველ პრინცესასა და სამხრეთ შუამდინარეთში არსებულ ერთ-ერთ უძველეს შუმერულ ქალაქ-სახელმწიფო – ურში გავრცელებული შუმერო-აქადეური მითოლოგიის მიხედვით მთვარის ღმერთის – ნანნას უმაღლეს ქურუმ ქალს.

ჯონ მილტონის პოემის – “დაკარგული სამოთხის” შესახებ…

გენიალურმა ინგლისელმა პოეტმა,მწერალმა და გაერთიანებული სამეფოს სამოქალაქო მოღვაწემ – ჯონ მილტონმა (1608-1674 წლები),თავისი ბრწყინვალე ეპიკური პოემა – “დაკარგული სამოთხე” 1667 წელს გამოაქვეყნა.მან,დანტე ალიგიერისაგან განსხვავებით,ჯოჯოხეთი აღნიშნულ ნაწარმოებში შემდეგი სახით აღწერა:

ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსის რომანიდან – “ნიკოლას ნიკლბი”

“უილიამ შექსპირი თავისი გენიის მაგიური წრისათვის იღებდა ძველ თქმულებებს,ჩანაფიქრის მიხედვით გადააკეთებდა და ნაცნობ ამბებს ისეთ ელვარე თანავარსკვლავედად აქცევდა,რაც საუკუნეების განმავლობაში მთელ ქვეყანას გაანათებს.თქვენ კი,თქვენი სიჩლუნგის მაგიური წრისათვის გამოუსადეგარ სიუჟეტებს ამოათრევთ ხოლმე და იმასაც ამდაბლებთ,მაშინ როცა იგი ამაღლებდა.