Category Archives: ლიტერატურა

ონორე დე ბალზაკის მოთხრობიდან – “ათეისტის წირვა”

“მე შურს ვიძიებდი  სიჭაბუკეში გადატანილი ტანჯვისათვის იმ გულქვაობაზე,იმ ეგოიზმზე,რაც მაღალ საზოგადოებაში ყოველ ნაბიჯზე გვხვდება; კარგად მახსოვს,რამდენ დაბრკოლებას მიქმნიდნენ დიდებისაკენ მიმავალ გზაზე სიძულვილი,შური და ჭორი.

ანატოლ ფრანსის დიდებული ნაწარმოებიდან – “კრენკებილი”

“როდესაც ადამიანი,რომელიც მოწმედ გამოდის,ხმლით არის შეიარაღებული,ხმალს უნდა მოუსმინონ და არა ადამიანს.ადამიანი უღირსად მისაჩნევია და შეიძლება შეცდეს.ხმალი პატივსაცემია და ყოველთვის მართალია”.

ონორე დე ბალზაკის ნაწარმოებიდან – “გობსეკი”

“მას,ვინც ფულის ქისას ხსნის და კრავს,არაფერზე უარს არ ეუბნებიან.მე საკმაოდ მდიდარი ვარ იმისთვის,რომ ვიყიდო მათი სინდისი,

ფრანსუა-რენე შატობრიანის გენიალური ნაწარმოებებიდან – “ატალა”

1. ”ადამიანთა წინაშე ჩვენი ცოდვების მოსანანიებლად საჭიროა სისხლის ნიაღვარი.ღმერთს კი მხოლოდ ერთი ცრემლი ჰყოფნის”.

თენგიზ ბუაჩიძის რომანიდან – “გზა ბავშვობისაკენ”

“არაფერი არ არის ისე სათუთად გასახსენებელი, როგორც ბავშვობაში აღმოცენებული მეგობრობა”.

ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან – “დათა თუთაშხია”

1. “ყველაფერმა,რაც ჩემი სიცოცხლის მანძილზე ვნახე,განვიცადე და აღვიქვი,ისეთი რწმენა შემიქმნა,რომ სახელმწიფო არის ნელ ცეცხლზე მოთუხთუხე,ვეებერთელა სალაფავიანი ქვაბი და მოქალაქე – ქვაბთან ჭიპლარით მიერთებული არსება.დგება დღე,თავს იჩენს სრულიად გაუგებარი საჭიროება,რომ საკვები მილი ვიღაცამ მაკრატლით გადაჭრას და, აი,მაშინ…

ნოდარ დუმბაძის ნოველიდან – “ძაღლი”

” – ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული,ბაბუა, – დაიწყო მან. – მე დღეს თუ ხვალ გავთავდები.უბედურებაა,როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის,ამიტომ არ მეშინია,რომ გითხრა,ტყუილი იქნება,მეშინია… მაგრამ შენ არ უნდა შეშინდე,ბაბუა… თუ არაფერში მივდივარ,საშიში არაფერია,

უილიამ ტომას ბეკფორდი

უილიამ ტომას ბეკფორდი – დაიბადა 1760 წლის 1 ოქტომბერს ლონდონის ცნობილ ისტორიულ რაიონში ვესტმინტერში.იგი წარმოადგენდა XVIII საუკუნის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს ინგლისში,ბრიტანული პარლამენტის წევრს,არქიტექტურაში ახალგოთიკური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელს და ავტორს საყოველთაოდ გახმაურებული გოთიკური რომანისა – “ვატეკი”.

ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან – “დათა თუთაშხია”

“შეიძლება გასაკვირიც იყოს,მაგრამ კაცობრიობას ნამდვილი ჭკვიანი კაცები ერთობ ნაკლებად ურევია.ეს განსაკუთრებით ცხადი და ნათელია მონარქების,პრეზიდენტებისა და კანცელარებისათვის,რომელთა ენაზე ამას “ჭკვიანი კაცების პრობლემა” ჰქვია,მაგრამ მათ წინაშე მუდამ დგას მეორე,გაცილებით მძიმე და მარადის გადაუჭრელი “გონებაშეზღუდული კაცების პრობლემაც” – კაცობრიობის უდიდესი ჭირი.

ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური რომანიდან – “დათა თუთაშხია”

“ერთი სახელიანი კაცის დამარცხება ათ ჩვეულებრივ კაცზე გამარჯვებას უდრის და შემდგომში ჩხუბების დროს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ კაპიტალს წარმოადგენს”.