Category Archives: ლიტერატურა
ამონარიდები უილიამ თეკერეის რომანიდან – „ამაოების ბაზარი”
„ყველა ქალი ერთნაირია! ყველა იმას ელტვის, რისი მოპოვებაც არ ღირს!”
ამონარიდები ალექსანდრე ორბელიანის დრამიდან – „დავით აღმაშენებელი ანუ უკანასკნელი ჟამი საქართველოსი”
„ვინც თავის მამულს ცივის გულით უყურებს და მხოლოდ ანგარებას მისდევს, ანუ პატივის მოყვარულობას, იმისი საამო დიდება ჰგავს ჭლექის მადას საჭმელისათვის”.
ამონარიდები რობერტ პენ უორენის რომანიდან – „მეფის მთელი მხედრიონი”
„ცხოვრება უზარმაზარი თოვლის გუნდაა, მუდამ ქვევით მიგორავს და არასოდეს აგორდება ზევით, რომ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს, ვითომ არაფერი მომხდარიყოს”.
ამონარიდები ჯეიმზ ფენიმორ კუპერის რომანიდან – „ნადირთმჟლეტი”
„ყალბ მეგობრებს ხშირად აშკარა მტრებზე მეტად უნდა მოერიდო”.
ამონარიდები ჯეიმზ ფენიმორ კუპერის რომანიდან – „ნადირთმჟლეტი”
„ – მე ვფიქრობ, რომ ყველას თავისი საიდუმლო აქვს, და ყველას აქვს მისი შენახვის უფლება”.
ამონარიდები ტო ჰოაის მოთხრობიდან – „ცხოვრება, თავგადასავალი და გმირობა სახელოვანი კუტკალია მეანისა, მის მიერვე აღწერილი”
„სამწუხაროდ, ეს ქვეყანა ისე არ არის მოწყობილი, საითაც გაიხედავ თბილი და, და რაც მთავარია, თავისუფალი ადგილი იპოვო”.
ამონარიდები ზიგფრიდ ლენცის რომანიდან – „გერმანულის გაკვეთილი”
„უნდა მიეჩვიო, რომ ზოგჯერ კაცი ცხოვრებაში რაღაცას კარგავს კიდეც. იქნებ ასეც ჯობდეს”.
ამონარიდები ტო ჰოაის მოთხრობიდან – „ცხოვრება, თავგადასავალი და გმირობა სახელოვანი კუტკალია მეანისა, მის მიერვე აღწერილი”
„დიდ საქმეს თავში უნდა ჩაეჭიდო და არა ბოლოში!..”
ამონარიდები ჯეიმზ ფენიმორ კუპერის რომანიდან – „ნადირთმჟლეტი”
„ – არაერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ ადამიანი ცხოვრებაში მტრებს უფრო ხშირად ხვდება, ვიდრე მეგობრებს. ტანში მზარავს, როცა ვფიქრობ, რა უამრავი საბაბი არსებობს იმისათვის, რომ კაცი მტრად გადაგეკიდოს და რა ცოტა – დასამეგობრებლად!”
ამონარიდები ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის ისტორიული დრამიდან – „ღალატი”
„რაც უფრო მოახლოვებულია დრო გრგვინვა-ქუხილისა, მით უფრო დიდია მყუდროება”.