Category Archives: ფრაზეოლოგია

ვიქტორ ჰიუგო წერდა…

„გოლიათებს ყოველთვის დავითები ამარცხებენ”.

ელგუჯა მაღრაძე წერდა…

„წუთისოფელი ვის არ უგინებია და უწყევლია”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ის, ვინც თავისი აზრების ხელისუფალი არ არის, არც თავისი მოქმედების განმკარგველია”.

ვიქტორ ჰიუგო წერდა…

„თუ გინდათ მშვენიერი დიაცები იყოლიოთ, ნუ აღმოფხვრით ბიწიერებას, თორემ დაემსგავსებით ისეთ ბრიყვებს, რომლებიც პეპლების მოყვარულნი არიან და იმავე დროს მუხლუხებს სპობენ”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„სიკეთის გაზომვა ისევე არ შეიძლება, ვითარცა ღრუბლის, ოღონდაც სიკეთის მთესველი ღრუბელივით უნდა გაქრეს, იმ ვარაუდით, რომ სხვაგან გამოჩნდეს და კვლავაც უკუგების ლოდინის გარეშე თესოს სიკეთე”.

ვიქტორ ჰიუგო წერდა…

„მონანიება ის ნავია, რომელიც არასოდეს არ იძირება”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ჭრელი ძაღლი რომ გიკბენს, წითელსაც ერიდები შემდეგ”.

რევაზ მიშველაძე წერდა…

„გიჟის საუბარი, რა ჭკვიანურიც არ უნდა იყოს იგი, მაინც გიჟის საუბარია”.

ჯონ აპდაიკი წერდა…

„ხალხს ყველაფერი ავიწყდება. ახლანდელი სკოლის მოსწავლეებისთვის მეორე მსოფლიო ომი მხოლოდ მითია”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„მხოლოდ ღმერთმა იცის, ღმერთი სად შეიძლება იყოს”.