Category Archives: ფრაზეოლოგია

მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…

„თუ სიყვარულის საგანი ღირსია ჩვენი ტრფობისა, მის მიერ მოყენებულ ტკივილს უდიდეს წყალობად უნდა ვთვლიდეთ და არა უბედურებად”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ან ნაკლები რამ უნდა ისურვოთ, ან მეტი ძალა უნდა გქონდეთ”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ასე უფრო ხშირად ხდება: ზოგს თავში მეტი უყრია, ვიდრე ჯიბეში!”

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„თუ შენიანების ფასი არ იცი, მართლა საცოდავი ყოფილხარ!”

ფრაზეოლოგია რუსეთის შესახებ…

„აი, ამბობენ, რომ რუსები ღვთის-მადიდებელი ერია. ეს სინამდვილეა, ისინი მართლაც რელიგიური ხალხია. სანამ თავს მოგაჭრიან ნაჯახით, მანამ აუცილებლად გადაიწერენ პირჯვარს”.

ძველ ბერძენ გენიოსთა ნაკვესები…

„არ მართებთ უცხო კაცებს სხვათა ცოლების ღირსებებზე საუბარი”. – ევბოიდე

აგათა კრისტი წერდა…

„სწორედ რომ კოშმარია! სხვაგვარად ვერ დაარქმევ. დადიხარ ადამიანებს შორის, რომლებსაც იცნობ, უყურებ მათ სახეებს და უცებ სახეები იცვლება. ეს ის არ ყოფილა, ვისაც იცნობდი, ეს ვიღაც უცხო, სასტიკი ადამიანია”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ეი, შენ, ადამიანო! რა უფლება გაქვს, სხვა გააუბედურო?”

ირონიული ფრაზეოლოგია რუსეთის შესახებ…

„რუსები ყველაზე მეტად უცხოეთში კი არა, თავად რუსეთში არ უყვართ”. – გრიგორი იავლინსკი

„ანტისაომარი ფრაზეოლოგია”

„ომის შედეგების სრული პროგნოზირება რომ შეიძლებოდეს, ყოველგვარი ომი შეჩერდებოდა”. – კაროლ ბუნში