Category Archives: გენიოსები

სტრატონი

სტრატონ ლამპასკელი (სტრატონი) - რომელსაც მოიხსენიებდნენ როგორც – “ფიზიკოსი”,დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 340 წელს ლამპსაკაში.იგი გახლდათ თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფიზიკოსი,ფილოსოფოსი და პერიფათეტიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

პროტაგორას ბიოგრაფიიდან…

დიდი ძველბერძენი სოფისტი ფილოსოფოსი,დემოკრიტეს მოსწავლე,მეგობარი პერიკლესა და ევრიპიდესი - პროტაგორა (ძვ.წ.აღ-ით 490-420 წლები),წარმოშობით ბერძნული დასახლებიდან აბდერიდან გახლდათ (მოგვიანებით თრაკიაში გადავიდა).

ანტონიო ბელუჩი

ანტონიო ბელუჩი - დაიბადა 1654 წელს პიევე-დი-სოლიგოში (იტალია).იგი გახლდათ ის გენიალური იტალიელი მხატვარი,რომლის ტილოებმაც უდიდესი ხელოვნების მქონე ქვეყნებიც კი დაიპყრო.მაგალითად ისეთები,როგორებიც გახლავან გერმანია,საფრანგეთი,ავსტრია და სხვა ქვეყნები.

ბერნანდინო დი ბეტო დი ბიაჯო – “პინტურიჩიო”

“პინტურიჩიო” - ნამდვილი სახელი – ბერნანდინო დი ბეტო დი ბიაჯო,დაიბადა 1454 წელს პერუჯაში (იტალია).იგი გახლდათ გენიალური იტალიელი მხატვარი და უმბრიული სამხატვრო სკოლის – “კვანტროჩენტოს” ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

ანტონი ვან ლევენჰუკი

ანტონი ვან ლევენჰუკი - დაიბადა 1632 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ დელფტში (ნიდერლანდები).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ნიდერლანდელი ნატურალისტი და მეცნიერი,რომელმაც შექმნა პირველი სამეცნიერო მიკროსკოპი და სათავე დაუდო მიკროსკოპული მეცნიერების განვითარებას.

ფრედერიკ სენგერი

ფრედერიკ სენგერი - დაიბადა 1918 წლის 13 აგვისტოს რენდკომბში (გლოსტერშირის საგრაფოში,ინგლისი).იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ ბიოქიმიკოსს და ერთადერთ მეცნიერს,რომელსაც ორჯერ მიენიჭა “ნობელის პრემია” ქიმიის დარგში.

ჰენდრიკ ავერკამპი

ჰენდრიკ ავერკამპი დაიბადა 1585 წლის 27 იანვარს ნიდერლანდების უდიდეს და ულამაზეს ქალაქ ამსტერდამში.იგი გახლდათ ერთ-ერთი გენიალური ნიდერლანდელი მხატვარი ბაროკოს ეპოქისა.

ანტონიო სტრადივარიუსი

ანტონიო სტრადივარიუსი - ასევე შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც ანტონიო სტრადივარი,დაიბადა 1644 წელს იტალიის ქალაქ კრემონაში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი სიმებიანი მუსიკალური საკრავების დამზადებისა და განსაკუთრებით ვიოლინოების.

“საოცარი ვუნდერკინდი” – კრისტიან ფრიდრიხ ჰაინეკენი

“ჩვილი ლუბეკიდან” - ასე მოიხსენიებდნენ,მართლაც საოცარ ვუნდერკინდს - კრისტიან ფრიდრიხ ჰაინეკენს (1721-1725 წლები),რომელიც გერმანული ქალაქიდან – ლუბეკიდან გახლდათ წარმოშობით.სამწუხაროდ ბავშვი ოთხი წლის ასაკში გარდაიცვალა,თუმცა მასზე მთელი გერმანია და არა მარტო გერმანია საუბრობდა.

სინკლერ ლუისი

სინკლერ ლუისი - დაიბადა 1885 წლის 7 თებერვალს,იმ პერიოდისათვის ახლად აშენებულ ქალაქ სოკ-სენტრში (მინესოტას შტატი).იმ პერიოდისათვის აღნიშნულ ქალაქში ერთადერთი ექიმი იყო და ისიც მამამისი იყო.სინკლერ ლუისი გახლდათ პირველი ამერიკელი მწერალი,რომელსაც 1930 წელს მიენიჭა “ნობელის პრემია” ლიტერატურის დარგში.