Category Archives: საინტერესო ფაქტები
როგორ თევზაობს იაგუარი?
იაგუარი,მელა,კოიოტი,წავი,ენოტი,ვირთაგვა,კატა და მაიმუნი. ესენი გახლავან ის იშვიათი ცხოველები,რომლებიც თავიანთი კუდების საშუალებით იჭერენ თევზებსა და კიბორჩხალებს.
ნორმანდია – „ეპიზოდი”
ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში არსებულ ისტორულ ოლქში – ნორმანდიაში,ადრეულ წლებში გზისპირა ბოძებზე ერთობ უცნაური სახის მქონე განცხადებების ხილვა იყო შესაძლებელი: „აძოვეთ ცხენები ჩემს მინდორზე. ფასი მოკლეკუდიანი ცხენებისათვის ათი სანტიმი დღეში,გრძელკუდიანებისათვის – ოცი”.
ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაი – „ეპიზოდი”
სახელგანთქმული რუსი მოგზაური,ეთნოგრაფი და ანთროპოლოგი – ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაი (1846-1888 წლები),რომელმაც დიდი წვლილი დაიდო ავსტრალიაში,ოკეანიასა და სამხრეთ აზიაში მაცხოვრებელი ხალხების ადათ-წესებისა და მათი ტრადიციების შესწავლაში, 1871 წელს ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე გადავიდა.
გი დე მოპასანის შესახებ…
„მე მოვითხოვ მმართველ კლასთა განადგურებას, ჩლუნგ ბატონთა ხროვის მოსპობას,რომლებიც იქექებიან იმ ბებერი ღვთისმოსავი და სულელი როსკიპის კაბებში,მაღალი საზოგადოება რომ ეწოდება. დიახ,მე დღეს მიმაჩნია, რომ 1793 წელი რბილი იყო,რომ სექტემბრელებმა ლმობიერება გამოიჩინეს, რომ მარატი ბატკანია, დანტონი – უმანკო ბაჭია, ხოლო რობესპიერი – მტრედი.
„არამოქალაქის პასპორტი”
ჩვენი მოძმე ქვეყნების – ესტონეთისა და ლატვიის ხელისუფლებები მათ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მოქალაქეობის არ მქონე იმ უცხოელებზე (მიგრანტებზე),რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის ავადსახსენებელ – 1940 წლიდან 1941 წლამდე პერიოდებში დასახლდნენ,გასცემენ ერთობ „ეგზოტიკური” სახელწოდებისა და დანიშნულების მქონე დოკუმენტებს – „არამოქალაქის პასპორტებს”.
როგორ დაახასიათა მამა თედორე შალიაპინმა თავის მოგონებებში?
გენიალურმა რუსმა საოპერო მომღერალმა და არტისტმა – თედორე შალიაპინმა (1873-1938 წლები) თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილ ავტობიოგრაფიულ წიგნში – „ჩემი ცხოვრების ფურცლები”,მამამისი – ივანე შალიაპინი (1837-1901 წლები) შემდეგი სახით დაახასიათა:
მიხეილ ვრუბელი – „ეპიზოდი”
1902 წლის 10 თებერვალს გენიალური რუსი მხატვარი და გრაფიკოსი – მიხეილ ვრუბელი (1856-1910 წლები) მანიაკალური ეგზალტაციის დიაგნოზით სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ პირველ ფსიქიატრიულ კლინიკაში.
თომას მანი – „ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი ნობელიანტი მწერლისა და ესეისტის – პაულ თომას მანის (1875-1955 წლები) ოჯახი ერთობ მდიდარი იყო ლიტერატორი ტალანტებით.
რაში სდებენ ბრალს მილან კუნდერას?
2008 წელს ჩეხური წარმომავლობის მქონე გამოჩენილ ფრანგ მწერალსა და პროზაიკოსს – მილან კუნდერას,რომელმაც სახელი განსაკუთრებით გაითქვა რომანით – „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე”,ბრალი დასდეს პოლიციის ინფორმატორობასა და მათთან თანამშრომლობაში,რომელსაც სავარაუდოდ ადგილი უნდა ჰქონოდა ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური რეჟიმის მძვინვარების ჟამს.
ნაპოლეონ ბონაპარტი – „ეპიზოდი”
1812 წელს მდინარე მოსკოვის პირას მოპოვებული უმძიმესი გამარჯვების შემდეგ,გენერალთა თანხლებით ნაპოლეონ ბონაპარტმა (1769-1821 წლები) მკვდრებითა და დაჭრილებით მოფენილი ველის დათვალიერება დაიწყო.