Category Archives: საინტერესო ფაქტები
ნენსი ასტორის შესახებ…
„პირველივე შემთხვევაში ადამმა მთელი პასუხისმგებლობა ქალს დააკისრაო”, – მრავლისმეტყველად შენიშნა ერთხელ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის პირველმა დეპუტატმა ქალმა – ნენსი ასტორმა (1879-1964 წლები),რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იღწვოდა ქალთა უფლებების დაცვისა და მათი სოციალური პრობლემების მოგვარებისათვის.
რა უცნაური განაჩენი გამოუტანა ესპანურმა ინკვიზიციამ პაბლო დე ოლავიდეს?
სახელოვანი ესპანელი პოლიტიკოსი,იურისტი და მწერალი – პაბლო დე ოლავიდე (1725-1803 წლები),რომლის სახელიც დღეისათვის მინიჭებული აქვს სევილიის საჯარო უნივერსიტეტს,ფრანგული ენციკლოპედიზმის გუმხურვალე მხარდამჭერი სწავლული იყო,რაც უკიდურესად აღაშფოთებდა ესპანეთში გამეფებულ ინკვიზიციის დაუნდობელ მსახურთ.
გალაკტიონი – „ჩემი ერთადერთი შიში დედის სიკვდილის შიში იყო”
„დავკარგე დედა და მასთან ერთად დავკარგე იმედი, ნუგეში, თანამგრძნობი… უდედოდ ცხოვრება ვერ წარმომედგინა,მაგრამ ვარ… დავტოვე ჭყვიში და მასთან ერთად დავტოვე დედის ახლადშეზვინული საფლავი…
გალაკტიონი – „ეპიზოდი”
ერთ დღეს,გამოჩენილმა ქართველმა მოქანდაკემ – ბიძინა ავალიშვილმა,რომელიც იმ პერიოდში გალაკტიონის პორტრეტს ძერწავდა,ქართული პოეზიის თვალმარგალიტს მიმართა:
აკაკი წერეთელი – „ეპიზოდი”
ოხუნჯობის მოყვარული დიდი ქართველი მგოსანი და გულმხურვალე მამულიშვილი - აკაკი წერეთელი (1840-1915 წლები) იგონებდა: „ახალჯვარდაწერილი რომ ვიყავი,თბილისში ჩამოვედი.
მილარდ ფილმორი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-13 პრეზიდენტის – მილარდ ფილმორის (1800-1874 წლები) ერთ-ერთ მასწავლებელს ნიუ-ჰოპის აკადემიაში სწავლის პერიოდში წარმოადგენდა ბაპტისტი სასულიერო პირის ქალიშვილი – ებიგაილ პაუერსი.
ფრიდრიხ შილერი – „ეპიზოდი”
მდინარე ილმზე განთავსებულ ქალაქ – ვაიმარში 1787 წელს ვიზიტით მყოფ გენიალურ გერმანელ პოეტს,დრამატურგსა და ფილოსოფოსს – ფრიდრიხ შილერს (1759-1805 წლები),რომელიც უკვე ტუბერკულოზის საშინელი სენით იყო დაავადებული,მისი შემოქმედებისა და ტალანტის მოტრფიალე დიდი ჰერცოგი ეწვია.
პითაგორა სამოსელი – „ეპიზოდი”
რამდენიმე ისტორიული წყაროს მტკიცებით,პირველი ადამიანი ევროპაში,რომელმაც ცხოველური წარმომავლობის მქონე პროდუქტების ჭამისაგან მორალური პრინციპების გამო თავი შეიკავა და შესაბამისად,პირველი ევროპელი ვეგეტარიანელი გახდა,გენიალური ძველ ბერძენი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი – პითაგორა სამოსელი (ძვ.წ.აღ-ით 580-500 წლები) იყო.
ფერნანდო მაგელანის შესახებ…
ასეთია სახელგანთქმული ადამიანების ბედი ხოლმე: ამერიკის აღმომჩენი – ქრისტეფორე კოლუმბი სევილიაში ბორკილდადებული დააბრუნეს; ინკების იმპერიის დამპყრობელი,ვერაგი,თუმცა ფრიად უნარიანი და დაუცხრომელი დამპყრობელი – კამილ პისარო მოაკვდინეს;
ჰაინრიხ ფონ კლაისტი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი გერმანელი პოეტი,დრამატურგი და პროზაიკოსი - ჰაინრიხ ფონ კლაისტი (1777-1811 წლები),რომელთან თანამშრომლობაზეც თავის დროზე უარი განაცხადა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ, 1810 წელს დაუმეგობრდა კიბოს საშინელი სენით დაავადებულ გოგონას – გენრიეტა ფოგელს,რომელიც მალევე არა მხოლოდ მის უსაყვარლეს ადამიანად,არამედ პოეტის წერადაც იქცა.