Category Archives: საინტერესო ფაქტები
ლუციუს კორნელიუს სულა – „ეპიზოდი”
ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას,რომ პირველი შემთხვევა სამედიცინო ისტორიაში,როდესაც მედიკოსებმა პაციენტს ოფიციალურად დაუსვეს „ფსორიაზის” დიაგნოზი,დაფიქსირებული იქნა ძვ.წ.აღ-ით I საუკუნეში (ადამიანის კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადება).
დონ კარლოსი – „ეპიზოდი”
ჩეხი ნევროლოგისა და პროფესორის – ივან ლესნის (იგი იკვლევდა ისტორიაში ცნობილი პერსონების ფსიქოლოგიურ პორტრეტებს) გადმოცემის თანახმად,ესპანეთის მეფის – ფილიპე II-ის გონებაშეზღუდული ტახტის მემკვიდრე,ასტურიის პრინცი – დონ კარლოსი (1545-1568 წლები),
რატომ აკრიტიკებდა ივანე ბუნინი მაქსიმ გორკის?
იოსებ სტალინის მიერ გაფეტიშებული რუსი მწერლის,დრამატურგისა და საბჭოთ კავშირში კოლექტივიზაციის ერთ-ერთ იდეოლოგის – მაქსიმ გორკის (1868-1936 წლები) მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდა ნობელიანტი რუსი მწერალი – ივანე ბუნინი.
რა გენიალური რჩევა მისცეს იური ანდროპოვს?
საბჭოთა კავშირის რიგით მეოთხე გენსეკი და სუკის-ის ისტორიაში ამ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ხელმძღვანელი - იური ანდროპოვი (1914-1984 წლები),რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა ქარიზმატული თვისებებით,თავის პირველ „მასწავლებლად” იმ ხომალდის ბოცმანს მიიჩნევდა,რომელზედაც სამხრეთელი ანდროპოვი პრაქტიკას გადიოდა.
ვილჰელმ II – ეპიზოდი”
პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინა პერიოდში,შვეიცარიის კონფედერაციას ერთობ მცირერიცხოვანი,დაახლოებით 50 ათასიანი არმია გააჩნდა.თუმცა გასათვალისწინებელია,რომ შვეიცარიელები იმთავითვე ერთობ მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ მსროლელებად მიიჩნეოდნენ.
The Washington Post – „ეპიზოდი”
საკვირველია,თუმცა,როგორც ჩანს, XX საუკუნის დასაწყისისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ან საერთოდ არაფერი სმენოდათ,ან თუ სმენოდათ,ისიც ძალიან ცოტა რამ,აღორძინების ხანის გენიალური იტალიელი მხატვრის,არქიტექტორისა და გამომგონებლის – ლეონარდო და ვინჩის მიერ 1503-1519 წლებში შექმნილი უკვდავი-შედევრის – „მონა ლიზას” შესახებ.
ლონდონის მეტროპოლიტენი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,მსოფლიოში პირველი მეტროპოლიტენის ხაზების სისტემა ლონდონში 1863 წლის 10 იანვარს იქნა გახსნილი.
პოლ მუნე – „ეპიზოდი”
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ,ახალგაზრდულ ასაკში მყოფმა თაეტრისა და კინოს გამოჩენილმა ფრანგმა მსახიობმა – პოლ მუნემ (1847-1922 წლები) ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ ბრწყინვალედ დაიცვა დისერტაცია.
ფრანგი მეძავების სანთლები
XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის საფრანგეთში,ქუჩებში „სამუშაოდ” გასულ მეძავებს ხელთ ეპყრათ ასანთის მსგავს პატარა ლამაზ ყუთებში განთავსებული სანთლების კომპექტები.
რისი აღმნიშვნელია ფილიპინურ ენაზე სიტყვა – „ამოკ”?
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში,წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში განთავსებული კუნძულოვანი ქვეყნის – ფილიპინების რესპუბლიკის ოფიციალურ ენაში – „ფილიპინოში” გვხვდება სიტყვა – „ამოკ”,რომელსაც ერთობ საშინელი და ტრაგიკული შემთხვევის აღსანიშნავად წარმოთქვავენ ფილიპინელები.