Category Archives: საინტერესო ფაქტები
სად გაუჩინარდა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პირველი დროშა?!
1920 წელს ბელგიის ულამაზეს ქალაქ ანტვერპენში ჩატარებული იქნა ზაფხულის VII ოლიმპიური თამაშები.მას შემდგომ,რაც ოლიმპიადა იქნა დასრულებული,ყველასათვის მოულოდნელად,ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო – “ოლიმპიური დროშა” – გაუჩინარდა.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის “სიმფონია № 9″ – (ეპიზოდი)
უკვე რამდენიმე ათწლეულია,რაც “ამომავალი მზის” ქვეყანაში – იაპონიაში,ერთი არაჩვეულებრივი ტრადიციაა დამკვიდრებული – ყოველი წლის დეკემბრის თვეში იმართება უჩვეულო კონცერტი,რომელშიაც პროფესიონალ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას იღებს 10 000 პროფესიონალი სოლისტისაგან დაკომპლექტებული გუნდი,
ჰავაის კუნულებზე მოქმედი ერთი უჩვეულო კანონი
სახელოვანი ინგლისელი მოგზაურისა და მკვლევარის – ჯეიმზ კუკის მიერ 1778 წელს წყნარი ოკეანის რეგიონში აღმოჩენილ ჰავაის კუნძულებზე (შტატი აშშ-ი),რომელსაც ადრეულ პერიოდებში სენდვიჩის კუნძულების სახელით მოიხსენიებენ,ერთი მეტად უჩვეულო კანონი მოქმედებს.
მარკუს ანტონიუსი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,რომის რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის პროცესში უდიდესი წვლილის დამდები ძველი რომის ტრიუმვირი – მარკუს ანტონიუსი (ძვ.წ.აღ-ით 83-30 წლები) ერთობ გულუხვობით გამორჩეული პიროვნება გახლდათ მეგობრებისა და რომაელი ლეგიონერების მიმართ.
ვიქტორიანული ეპოქა – “ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,”ვიქტორიანული ეპოქის” ინგლისში (1837-1901 წლები – დედოფალი ვიქტორიას მმართველობის პერიოდი) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ადამიანთა მაღალ მორალურ თვისებებს, და ზოგადად რომ ვთქვათ – მორალს.
ანტონინ სლავიჩეკი – “ეპიზოდი”
1909 წლის 10 აგვისტოს ინსულტის მიღების შედეგად სახელოვანმა ჩეხმა იმპრესიონისტმა მხატვარმა – ანტონინ სლავიჩეკმა (1870-1910 წლები) მარჯვენა ხელში გრძნობა დაკარგა.მიუხედავად ხანგრძლივი მკურნალობისა,ხელოვანის მარჯვენა ხელი,რომლითაც იგი შესანიშნავ პეიზაჟებს ხატავდა,მაინც პარალიზებული დარჩა.
ადალბერტ შტიფტერი – “ეპიზოდი”
გამოჩენილმა ავსტრიელმა მწერალმა,პოეტმა და მხატვარმა – ადალბერტ შტიფტერმა (1805-1868 წლები),რომლის შემოქმედებასაც ძალიან დიდი შეფასებას აძლევდა თომას მანი და ჰუგო ფონ ჰოფმანსთალი,სილამაზით გამორჩეულ ქალზე – ამალია მოგაუპტზე 1837 წელს იქორწინა.მიუხედავად ერთმანეთის დიდი სიყვარულისა და ბედნიერი თანაცხოვრებისა,ადალბერტისა და ამალიას ბედნიერ ქორწინებას ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება აყენებდა ჩრდილს: წყვილს შვილი არ გაუჩნდა.
მირეი მატიე – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,დიდი ფრანგი მომღერალი ქალი – მირეი მატიე იმთავითვე”კარე”-ს საფირმო ვარცხნილობით ჩნდებოდა და ჩნდება დღემდე სცენაზე.შესაბამისად,დროთა განმავლობაში აღნიშნული ვარცხნილობა მის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც კი იქცა.
ლუი დე ფიუნესი – “ეპიზოდი”
გენიალურმა ფრანგმა კომიკოსმა მსახიობმა – ლუი დე ფიუნესმა (1914-1983 წლები) დიდი ფრანგი მწერლის – გი დე მოპასანის ნათესავ ქალზე – ჟანა ავგუსტინ დე ბარტელემზე 1943 წელს იქორწინა (ეს მისი რიგით მეორე ქორწინება გხლდათ).მათ თანაცხოვრებაში ორი ვაჟი – პატრიკი და ოლივიე შეეძინათ.
ალექსეი ტოლსტოი – “ეპიზოდი”
გრაფი ტოლსტოების შთამომავალი რუსი მწერალი - ალექსეი ტოლსტოი (1882-1945 წლები),რომელმაც სახელი გაითქვა სოციალურ-ფსიქოლოგიური,სამეცნიერო-ფანტასტიკური და ისტორიული ჟანრის ნაწარმოებების წერით,საბჭოთა ბელადის – იოსებ სტალინისა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის – ვიაჩესლავ მოლოტოვის ფავორიტი ლიტერატორი გახლდათ.