Category Archives: საინტერესო ფაქტები
კომოდუსი – “ეპიზოდი”
ლეგენდად ქცეული რომის ფილოსოფოსი იმპერატორის – მარკუს ავრელიუსის გარდაცვალების შემდგომ საიმპერატორო ტახტი 180 წლის 17 მარტს დაიკავა - ლუციუს ავრელიუს კომოდუს ანტონიუსმა (161-192 წლები),რომლის სახელიც მალევე იქცა მრუშობისა და ძალადობის სინონიმად.
“დედა-სამშობლო გვიხმობს!” – (ეპიზოდი)
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1941 წლის ივნისის ბოლოს საბჭოთა კავშირში ფართოდ იქნა გაცრცელებული დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი პროპაგანდისტული და აგიტაციური დატვირთვის მატარებელი პლაკატი,სახელწოდებით – “დედა-სამშობლო გვიხმობს!”
ალექსანდრე კუპრინი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი მწერალი და მთარგმნელი - ალექსანდრე კუპრინი (1870-1938 წლები) არა მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენელთა მოტრფიალე,არამედ ალკოჰოლური სასმელების დიდი მოტრფიალეც გახლდათ.
ტიტუს ფლავიუს ვესპასიანე – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,რომის იმპერატორის გარდაცვალების შემდგომ ერთგვარი საზეიმო-სამგლოვიარო ცერემონიალი,სახელწოდებით – “აპოთეოზი” იმართებოდა.თავის მხრივ,სიტყვა – აპოთეოზი ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და – “გაღმერთებას” აღნიშნავს.
მუმიფიცირების მეტად უჩვეულო მეთოდი
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ კუნძულოვან სახელმწიფო – ფილიპინების რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ყველაზე დიდი კუნძულის – ლუსონის მთიან რეგიონებში მაცხოვრებელი ინიბალოის ეთნიკური ჯგუფის ხალხი,რამდენიმე ასეული წლის წინ თავიანთ გარდაცვლილებს არც მიწას აბარებდნენ და არც კრემაციას უკეთებდნენ.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ისინი მიცვალებულებს – შებოლილი სახით უკეთებდნენ მუმიფიცირებას.
ივანე აივაზოვსკი – “ეპიზოდი”
გავრცელებული ვერსიის თანახმად,სომხური წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი პეიზაჟისტ-მარინისტის,ბატალური ჟანრის დიდოსტატი მხატვრისა და მეცენატის – ივანე აივაზოვსკის (1817-1900 წლები) წინაპრები XVIII საუკუნეში გადასახლდნენ დასავლეთ სომხეთიდან გალიციაში (ისტორიული მხარე ცენტრალურ ევროპაში).
ტეხასის შტატის დროშა – “ეპიზოდი”
ტეხასის შტატის ერთ-ერთ უმთავრეს სახელმწიფო სიმბოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დროშისა და გერბის გარდა, 1933 წელს დამტკიცებული ტეხასის დროშაც მიიჩნევა.
უინსტონ ჩერჩილი – “ეპიზოდი”
ხანდაზმულ ასაკში მყოფ დიდი ბრიტანეთის ლეგენდად ქცეულ პრემიერ-მინისტრს - უინსტონ ჩერჩილს (1874-1965 წლები) ერთ-ერთმა ცნობისმოყვარე ჟურნალისტმა ჰკითხა,თუ როგორ მოახერხა ასეთი დაძაბული,ასეთი ინტენსიური საქმეებითა და მოვლენებით გადატვირთული ცხოვრებით მცხოვრებმა კაცმა ესოდენ ხანდაზმული ასაკისათვის მიეღწია,
ალექსანდრე ბლოკი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გამოჩენილ რუს პოეტს,მწერალსა და დრამატურგს - ალექსანდრე ბლოკს (1880-1921 წლები) დიდი მეგობრობა აკავშირებდა რუსული თეატრის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სცენოგრაფად აღიარებულ მხატვართან – ნიკოლოზ საპუნოვთან.
ნიკოლოზ I – “ეპიზოდი”
XIX საუკუნის შუა ნახევრში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რუსეთის აწ გარდაცვლილი იმპერატორის – ეკატერინე II შესახებ დადგმული სპექტაკლის პრეიმერა უნდა გამართულიყო.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სპექტაკლის მთავარ მოქმედ პირს რუსეთის ექს-მმართველი ერთობ “მსუბუქი ყოფაქცევის ქალად” უნდა წარმოეჩინა,რამაც იმ პერიოდში საფრანგეთში მოღვაწე რუსეთის ელჩი ძალიან გააღიზიანა.