Category Archives: საინტერესო ფაქტები

ამაზრზენი რეცეპტი ოსვალდ კროლის წიგნიდან – “ქიმიური ბაზილიკა”…

ოსვალდ კროლი (1560-1609 წლები) – წარმოადგენდა საღვთო რომის იმპერატორ რუდოლფ II ჰაბსბურგის სასახლის კარზე მოღვაწე გერმანელ ალქიმიკოსს და ცნობილი შვეიცარიელი ალქიმიკოსისა და მაგის – თეოფრასტე პარაცელსის მიმდევარს,რომელმაც 1609 წელს გამოაქვეყნა თავისი მთავარი ნაშრომი,სახელწოდებით – “ქიმიური ბაზილიკა”.

ნიკოლო პაგანინი უკანასკნელ გზაზე…

1840 წლის 27 მაისს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში აღესრულა ეკლესიისაგან შერისხული და ყველასაგან მიტოვებულ-მოძულებული გენიალური იტალიელი მევიოლინე,კომპოზიტორი და გიტარისტი – ნიკოლო პაგანინი.

რა უპასუხა სტალინმა ჩერჩილს გერმანელთა მიერ დატყვევებული იაკობ ჯუღაშვილის შესახებ…

მას შემდეგ,რაც გერმანელმა ფაშისტებმა ტყვედ აიყვანეს საბჭოთა გენსეკის – იოსებ სტალინის ვაჟი – იაკობ ჯუღაშვილი,ერთ-ერთი შეხვედრისას დიდი ბრიტანეთის ლეგენდად ქცეულმა პრემიერ-მინისტრმა – უინსტონ ჩერჩილმა ბელადს ჰკითხა:

ფრანსისკო გოია – “ეპიზოდი”

1960 წელს გამოჩენილმა ესპანელმა ხელოვნების ისტორიკოსმა – ლოპეს რეიმ ერთ-ერთ ფრანგულ ჟურნალში გამოაქვეყნა მეტად სენსაციური სტატია,სადაც აღნიშნული გახლდათ,რომ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში განთავსებულ სახელგანთქმულ – “პრადოს მუზეუმსა” და “მადრიდის სახელმწიფო გალერეაში” დაცული გენიალური ესპანელი მხატვრის,

შანდორ პეტეფი – “ეპიზოდი”

1949 წლის 31 ივლისს რუსეთ-ავსტრიის გაერთიანებულმა არმიამ გენერალ – ალექსანდრე ლიდერსის მეთაურობით სასტიკად დაამარცხა იოზეფ ზაჰარიაშ ბემის პოლონურ-უნგრული არმია.

როგორი შეხედულება გააჩნდათ უდიდეს ლიტერატორებს უილუიამ შექსპირის შემოქმედებაზე?

მსოფლიოს ყველა ხალხის საკუთრებად ქცეული უკვდავი ლიტერატურული ქმნილებების გენიალური ავტორის – უილიამ შექსპირის (1564-1616 წლები) შემოქმედების მიმართ სხვადასხვა ქვეყნის უდიდეს ლიტერატორებს სხვადასხვაგვარივე დამოკიდებულება გააჩნდათ.

გლენ გულდი – „ეპიზოდი”

გენიალური კანადელი პიანისტი,კომპოზიტორი და ორგანისტი – გლენ გულდი (1932-1982 წლები), ნეიროფსიქიკური დაავადებით, ეგრეთ წოდებული „ასპერგერის სინდრომით” იტანჯებოდა (აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები).

ნიკოლოზ I – “ეპიზოდი”

როგორც მრავალი ისტორიული წყარო მოწმობს,სრულიად რუსეთის იმპერატორი და პოლონეთის უკანასკნელი გვირგვინნაკურთხი მეფე – ნიკოზ I რომანოვი (1796-1855 წლები),პირველი რუსი კომპოზიტორის – მიხეილ გლინკას (1804-1857 წლები) შემოქმედების ძალიან დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა.

რობერტო ფრანცისკო კიარი რემონი – “ეპიზოდი”

1949 წელს ცენტრალური ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარე ქვეყნის – პანამის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეული იქნა ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ლიბერალული პარტიიდან - რობერტო ფრანცისკო კიარი რემონი (1905-1981 წლები).

რამ იმსხვერპლა პიროსი ეპიროსელი?

ეპიროსისა და მაკედონიის მეფე – პიროსი ეპიროსელი (ძვ.წ.აღ-ით 318-272 წლები),რომლის მიხედვითაც იქნა გავრცელებული ცნობილი ფრაზეოლოგიზმი – “პიროსის გამარჯვება”,რაც თავის მხრივ,აღნიშნავს გამარჯვებას დიდი დანაკარგებით,მეტად უცნაურ სიტუაციას ემსხვერპლა.