Category Archives: საინტერესო ფაქტები
“გარდაცვლილი ადამიანების ასოციაცია”
“გარდაცვლილი ადამიანების ასოციაცია” – წარმოადგენს ინდოეთის ჩრდილოეთში მდებარე უტარ-პრადეშის შტატში ინდოელი ადამიანის უფლებათა დამცველის – ლალ ბიჰარის მიერ დაარსებულ ერთ-ერთი უცნაური მიზნის მქონე მქონე საზოგადოებრივ ორგანიზაციას.
“მარტორქების პარტია”
ყველასათვის ცნობილია,რომ მსოფლიო საოცრებებით არის სავსე.აღნიშნულ პოსტში თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ერთ-ერთ საოცარი იდეებით განთქმულ კანადურ პოლიტიკურ პარტიაზე,რომელიც 1963 წელს იქნა დაარსებული კანადელი პოლიტიკოსის - ჟაკ ფერონის მიერ, და რომელმაც საკუთრივ სახელი გაითქვა იმით,რომ პარტიის არსებობის 40 წლის მანძილზე ქვეყანაში ჩატარებულ ყველა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა,თუმცა გამარჯვება ვერც ერთხელ ვერ მოიპოვა.
სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გაერთიანებული სამეფოს ლეგენდად ქცეული პრემიერ-მინისტრი – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (1874-1965 წლები),გარდა ალკოჰოლური სასმელებისა და სიგარებისა,ერთობ დიდი მოყვარული გახლდათ ჰიგიენის დაცვის მხრივაც,
ივანე კრილოვის “აღმაშფოთებელი” თვისებები…
ცნობილი რუსი იგავთმწერალისა და პუბლიცისტის – ივანე კრილოვის (1769-1844 წლები) ბიოგრაფიის ის ნაწილი,რომელიც ადრეულ პერიოდებში სკოლებში ისწავლებოდა,არაფერს იუწყებოდა იმ აღმაშფოთებელი თვისებების შესახებ,რომელიც მას გააჩნდა.
სერ ერნესტ რეზერფორდი – “ეპიზოდი”
ახალი ზელანდიური წარმომავლობის მქონე გენიალურ ინგლისელ ფიზიკოსს,ექსპერიმენტატორს და ბირთვული ფიზიკის ფუძემდებელს – სერ ერნესტ რეზერფორდს (1871-1937 წლები), 1908 წელს “ნობელის პრემია” მიენიჭა.ამაში გასაკვირი ალბათ არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება.
თეოპომპე – “ეპიზოდი”
მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული ქალაქ-სახელმწიფოს – სპარტას მეფე – თეოპომპე (მმართველობის პერიოდი – ძვ.წ.აღ-ით 786-739 წლები),რომელიც ბრძნული გონებით გამორჩეული მონარქი იყო,თავის სამეფო კარზე უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდა.
იან ჟიჟკა – “ეპიზოდი”
ჩეხი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირმა და ჰუსიტური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა - იან ჟიჟკამ (1360-1424 წლები),რომელმაც 1422 წელს ჩეხეთის ქალაქ ნემეცკიბროდთან გადამწყვეტ ბრძოლაში ჯვაროსნები დაამარცხა და ქვეყნიდან განდევნა მე-3 ჯვაროსნული ომის მონაწილენი,სხვადასხვა ბრძოლებში ორივე თვალი დაკარგა.
“დიდი პონტიფიკოსი” – (ეპიზოდი)
კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი და ვატიკანის თეოკრატიული ქალაქ-სახელმწიფოს მეთაური – რომის პაპი,სხვა უამრავ ტიტულტან ერთად – “დიდი პონტიფიკოსის” ტიტულის მატარებელიც გახლავთ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ “დიდი პონტიფიკოსის” ტიტულის მფლობელები ახ.წ.აღ-ით 382 წლამდე,
ჩარლზ შიმონი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი უნგრელი მწერლისა და ფიზიკოსის – კაროი შიმონის (1916-2001 წლები) ასტრონავტი ვაჟი – ჩარლზ შიმონი (აშშ-ის მოქალაქე),რომელიც თავის მხრივ “International Software Corporation”-ის ხელმძღვანელი და “უნგრული ნოტაციის” ავტორია,მსოფლიო ისტორიაში ერთადერთი ტურისტია,რომელიც 2007 წელს და 2009 წლებში ორჯერ იმყოფებოდა სამოგზაუროდ კოსმოსში საერთაშორისო სადგურზე – “Soyuz TMA”-ზე.
ნიდერლანდური გვარების შესახებ – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც 1811 წელს საფრანგეთის ლეგენდარულმა იმპერატორმა და მხედართმთავარმა ნაპოლეონ I ბონაპარტმა ნიდერლანდები დაიპყო,გამოსცა ბრძანება,რომლის თანახმადაც,ნებისმიერ გვარის არ ქმონე ნიდერლანდელს აუცილებლად უნდა მიეღო ის გვარი,რომელსაც თავად აირჩევდა.