Category Archives: საინტერესო ფაქტები
“დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორია” – (ეპიზოდი)
დიდი შოტლანდიელი მწერლის,პოეტის და ინგლისური რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის – რობერტ ლუის სტივენსონის (1850-1894 წლები),მიერ დაწერილი ცნობილი ნოველა: “დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორია”,რომელმაც დღის სინათლე პირველად 1886 წელს იხილა ლონდონში,საკმაოდ უცნაური ისტორიის მატარებელი ნაწარმოებია.
უილიამ სიუარდ ბეროუზის გამაოგნებელი საქციელი…
ცნობილი ამერიკელი ავანგარდისტი მწერალი-ნოველისტი,ესეების ავტორი და ჟურნალისტი - უილიამ სიუარდ ბეროუზი (1914-1997 წლები),თავისი არაორდინალური პირადი ცხოვრების გამო,ხშირად სკანდალებში ეხვეოდა.
ლჰასას პირველი სურათის “საოცარი ისტორია”
ლჰასა – რომელიც ტიბეტურ ენაზე – “ღმერთების ადგილს” აღნიშნავს,ტიბეტის ის ისტორიული დედაქალაქია,რომელიც ამჟამად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის.
“ტიბეტელი ბავშვების აღზრდის წესები”
ტიბეტის პლატოზე მდებარე,საყოველთაოდ ცნობილ – ტიბეტის ისტორიულ რეგიონში,ისევე,როგორც მსოფლიოს სხვა დანარჩენ ნაწილში,ბავშვების აღზრდის თავისებური წესები მოქმედებს.
ალექსანდრე მაკედონელი და არისტობულოსი – (ეპიზოდი)
ალექსანდრე მაკედონელის (ძვ.წ.აღ-ით 356-323 წლები) – დამოკიდებულება მლიქვნელთა და ზოგადად მლიქვნელობის მიმართ,საყოველთაოდ ცნობილია.ისტორიას შემორჩა ერთი ისეთი თვალნათელი ფაქტი,”მსოფლიოს მპყრობელის” ბიოგრაფიიდან,სადაც კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება,ყოველგვარი მლიქვნელობისადმი:
ვლადიმერ ნაბოკოვი – “ეპიზოდი”
რუსი წარმომავლობის მქონე,დიდი ამერიკელი მწერალი და ავტორი,ისეთი გახმაურებული რომანისა,როგორიც არის – “ლოლიტა” – ვლადიმერ ნაბოკოვი (1899-1977 წლები),მის მიერ სტუდენტებისათვის ჩატარებულ მრავალ ლექციას,საკმაოდ ორიგინალური მეთოდით წარმართავდა:
პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშე – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი დრამატურგისა და პუბლიცისტის - პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშეს (1732-1799 წლები) საუკეთესო ნაწარმოებები – “სევილიელი დალაქი” და “ფიგაროს ქორწინება”,საკმაოდ დიდი უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზი გახდა ფრნაგ დიდებულებში.გარდა ფრანგი დიდებულებისა,ბომარშეს გენიალური ქმნილებები დაიწუნა და დაგმო საფრანგეთისა და ნავარის მეფემ ლუდოვიკო XVI-მ (1754-1793 წლები).
ჯორჯ ბერნარდ შოუ – “ეპიზოდი”
გენიალური ირლანდიელი მწერალი,დრამატურგი,რომანისტი და საზოგადო მოღვაწე - ჯორჯ ბერნარდ შოუ (1856-1950 წლები),”ნობელის პრემიის” ლაურეატი გახდა 1925 წელს.ეს გახლდათ ის წელიწადი,როდესაც მას ღირებული ლიტერატურული ნაწარმოები არ დაუწერია.ამიტომ,გაოცებულმა,ასეთი დიდი ლიტერატურული პრემიის მიღების შემდეგ განაცხადა:
ანრი მატისის ტილო “ნავი” – (ეპიზოდი)
გენიალური ფრანგი მხატვრის,მოქანდაკისა და “ფოვიზმის” მიმდინარეობის ერთ-ერთი ლიდერის - ანრი მატისის (1869-1954 წლები) ცნობილი ნამუშევარი (ტილო) - “ნავი” (Le Bateau),1961 წელს გამოფენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.აღსანიშნავი და გასაოცარი ამ ფაქტში ალბათ არაფერი იქნებოდა,რომ არა ტილოს საგამოფენო დარბაზის კედელზე “უკუღმა დაკიდება”.
სოკრატე – “ეპიზოდები”
გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე (ძვ.წ.აღ-ით 469-399 წლები),საკმაოდ დიდი პატივით სარგებლობდა ათენის მოსახლეობისა და რიგი სახელმწიფო მოხელეების მხრიდან.