Category Archives: საინტერესო ფაქტები

რეი დაგლას ბრედბერის „პასუხი”…

დიდ ამერიკელ მწერალს, სამეცნიერო ფანტასტიკის, საშინელებათა და დეტექტივების ჟანრებში - რეი დაგლას ბრედბერს (1920-2012 წლები), რომელიც ავტორია საყოველთაოდ გახმაურებული რომანების – „451 ფარენჰეიტით” და „მარსის ქრონიკები”, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა: 

აბუ ალი იბნ სინა – “ეპიზოდი”

შუასაუკუნეების გენიალურმა ტაჯიკმა ფილოსოფოსმა,აღმოსავლური არისტოტელიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელმა,სწავლულმა,ექიმმა და პოეტმა - აბუ ალი იბნ სინამ,იგივე ავიცენამ (980-1037 წლები),გადაწყვიტა ჩაეტარებინა ცდა თუ რა შედეგის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო – შიში.

ეპიკურე -”ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი,მორალისტი და ეპიკურიზმის ფუძემდებელი - ეპიკურე (ძვ.წ.აღ-ით 341-270 წლები),ათენში ჩასვლის შემდეგ ძვ.წ.აღ-ით 306 წელს,გადაწყვეტს გახსნას თავისი,კერძო ფილოსოფიური სკოლა.

ევკლიდე ალექსანდრიელი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი მათემატიკოსი და პირველი ავტორი ჩვენამდე მოღწეული თეორიული ტრაქტატებისა მათემატიკაში - ევკლიდე ალექსანდრიელი (ძვ.წ.აღ-ით 325-265 წლები),რომელსაც მოიხსენიებენ,როგორც “გეომეტრიის მამა”,ეგვიპტის მმართველის პტოლემეოს I სოტერის (ძვ.წ.აღ-ით 305-283 წლები) მიწვევით,მისი სამეფო კარის მეცნიერი და ამასთანავე ალექსანდრიის სკოლის პირველი მათემატიკოსიც გახდა.

ნიკოლოზ კოპერნიკი – “ეპიზოდი”

გენიალური პოლონური წარმომავლობის მქონ პრუსიელი ასტრონომის,რომლის აღმოჩენამაც საფუძველი ჩაუყარა “ჰელიოცენტრულ სისტემას” - ნიკოლოზ კოპერნიკის (1473-1543 წლები),საფლავი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე დაკარგულად მიიჩნეოდა.

კონფუცი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი,რომლის სწავლებებმაც უდიდესი გავლენა იქონიეს ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე - კონფუცი (ნამდვილი სახელი კუნგ ფუძი,ძვ.წ.აღ-ით 551-479 წლები),ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად თავის მოსწავლეებთან ერთად მიდიოდა “ტაის” მთების სიახლოვეს,როდესაც შეამჩნიეს ქალბატონი,რომელიც საფლავზე მოთქმით ტიროდა.

გენიოსები – “ეპიზოდი”

დიდი იტალიელი ექიმი და ფსიქიატრი – ჩეზარე (ჩარლზ) ლომბროზო (1835-1909 წლები) წერდა: “გამოჩენილი პიროვნების ტვინი აბსოლუტურად უნიკალურია.გენიოსები წარამარა სხვა რეალობაში გადადიან,იქიდან ისრუტავენ სრულყოფილებას,რომელსაც შემდეგ ჩვენ გვჩუქნიან.

ანტუან ლორან ლავუაზიე – “ეპიზოდი”

უდიდესს ფრანგ ქიმიკოსს და დამაარსებელს თანამედროვე ქიმიისა -ანტონ ლორან ლავუაზიეს (1743-1794 წლები),მეცნიერების გარდა ბიზნესიც აინტერესებდა და “ბიზნესითაც” გახლდათ დაკავებული.იგი იყო გადასახადების ამკრეფი ორგანიზაციის წევრი და ამ საქმიანობით საკმაოდ დიდი კაპიტალის მფლობელიც გახლდათ.

ალექსანდრე დიუმა (უფროსი) – “ეპიზოდი”

გენიალური ფრანგი მწერალი,დრამატურგი და ჟურნალისტი - ალექსანდრე დიუმა “უფროსი” (1802-1870 წლები),ერთ-ერთი წიგნის მაღაზიაში ვიზიტს აპირებდა,რის შესახებაც ინფორმაცია ამავე მაღაზიის მფლობელმა,დიდი მწერლის სტუმრობამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო.

ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუს “ამაყი” – (ეპიზოდი)

რომის უკანასკნელი მე-7 რექსი (მეფე) ძვ.წ.აღ-ით 535-510 წლებში – ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუს “ამაყი”-ს მეფობის დროს საკმაოდ საინტერესო ამბავი მოხდა: რომაელი ახალგაზრდების ქეიფის დროს,რომელთა შორისაც ტარკვინიუსის ვაჟი სეკსტ ტარკვინიუსიც იმყოფებოდა,შემთვრალმა ახალგაზრდებმა მსჯელობა დაიწყეს თუ ვისი ცოლი უკეთესი მეოჯახე გახლდათ.