Category Archives: საინტერესო ფაქტები

მაიკლ ფარადეის ბიოგრაფიიდან…

ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი ფიზიკოსი, ქიმიკოსი და „ელექტრომაგნიტური ველის” ფუძემდებელი - მაიკლ ფარადეი (1791-1867 წლები), მორწმუნე ქრისტიანი გახლდათ და მის რწმენას ვერც ჩარლზ დარვინის ნაშრომების გაცნობამ შეუქმნა საფრთხე.

ჟან ბატისტ პოლკენი (მოლიერი) – “ეპიზოდი”

ერთ-ერთ უდიდესი ფრანგი კომედიოგრაფისა და კლასიკური კომედიის დამფუძნებლის - ჟან ბატისტ პოლკენის,იგივე - მოლიერის (1622-1673 წლები),შესახებ 1919 წლის 7 ნოემბერს გამოცემულ ფრანგულ ჟურნალში – “Comedia”,იბეჭდება ცნობილი ფრანგი მწერლისა და პოეტის – პიერ ლუის (1870-1925 წლები) სტატია,

“მედიჩის ჟირაფი”

“მედიჩის ჟირაფი” - გახლდათ საჩუქარი ეგვიპტის სულთნის – კაიტ-ბეემისა,გაკეთებული 1486 წელს,ფლორენციის რესპუბლიკის მმართველისა და სახელმწიფო მოხელის – ლორენცო დი პიერო დე მედიჩის (1449-1492 წლები) მიმართ.

“დეფენენსტრაცია”

“დეფენენსტრაცია” – ინგლისურ ენაზე “Defenestrations”,ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და წარმოადგენს აქტს ვინმეს ფანჯრიდან გადაგდებისა.აღნიშნული ფენომენი ერთობ პოპულარული გახლდათ ძველ ჩეხეთში და იგი ერთგვარი მოვლენა იყო პოლიტიკური მოწინააღმდეგეების თავიდან მოსაცილებლად.

ცნობილი ადამიანების საყვარელი ნაწარმოებები

1. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სოციალური ვებგვერდის Facebook-ის დამფუძნებლისა და ბიზნესმენის – მარკ ცუკერბერგის, საყვარელ ნაწამოებად მიიჩნევა დიდი ძველ რომაელი პოეტისა

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი “მეგობრების შესახებ”…

გენიალური გერმანელი კომპოზიტორი,დირიჟორი და პიანისტი - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827 წლები),მიუხედავად მისი მძიმე ხასიათისა,მეგობრების მიმართ მართლაც სამაგალითო პიროვნება გახლდათ,რასაც თავისი სამეგობრო წრე აღიარებდა კიდეც და ამბობდნენ,რომ ლუდვიგი საკმაოდ კეთილშობილი პიროვნება იყო და არასოდეს ამბობდა უარს მეგობარს დახმარებოდა.

იოჰან შტრაუსი (მამა) – “ეპიზოდი”

უდიდესი ავსტრიელი კომპოზიტორი,დირიჟორი და მევიოლინე,ფუძემდებელი “შტრაუსების მუსიკალური დინასტიისა” - იოჰან შტრაუსი “მამა” (1804-1849 წლები),იმდენად პოპულარული გახლდათ ვენაში,რომ 28 წლის ასაკში,მიუხედავად იმისა,რომ ქალაქში 1832 წელს “ქოლერა” ბობოქრობდა,მისი კონცერტები მაინც სრული ანშლაგით იმართებოდა.

ფაქტები ქვეყნების შესახებ…

1. სამხრეთ აზიის ცენტრში მდებარე – ტაილანდის სამეფოში,სადაც “ბუდიზმი” წამყვანი რელიგიაა,აკრძალულია “ბუდის” ქანდაკებებით ვაჭრობა,შესაბამისად მისი შეძენაც შეუძლებელია.

ნაპოლეონ I ბონაპარტი თავისი მარშლების შესახებ…

საფრანგეთის ლეგენდარული იმპერატორი და ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი მსოფლიო ისტორიაში - ნაპოლეონ I ბონაპარტი (1769-1821 წლები),თავისი მარშლებისა და გენერლების შესახებ სხვადასახვა შეხედულებების გახლდათ.აღნიშნულ პოსტში შემოგთავაზებთ მის შეხედულებას იმ პერიოდის საფრანგეთის ყველაზე ცნობილ სამ მარშალზე:

ფაქტები ქალაქების შესახებ…

1. ყველაზე დიდ ქალაქად მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მიჩნეულია მდინარე იანძზე მდებარე ჩინეთის ყველაზე დიდი ქალაქი – შანხაი,რომელშიც 2011 წლის ბოლოს მონაცემებით 24,431,000 მაცხოვრებელი ცხოვრობს.არის მონაცემები,რომ დღესდღეობით მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდილია.