Daily Archives: სექტემბერი 9, 2013

“ფიურერბუნკერი”

“ფიურერბუნკერი” – წარმოადგენდა გერმანიის დედაქალაქის ბერლინის ცენტრში,რაიხსკანცელარიის (სამხრეთ-აღმოსავლეთით) შენობის დაბლა განთავსებულ ერთ-ერთ ყველაზე გამაგრებულ და დაცულ მიწისქვეშა კომპლექსს,სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა ნაცისტური გერმანიის “ბელადმა” – ადოლფ ჰიტლერმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ.

ჯაკომო ანტონიო როსინი – “ეპიზოდი”

გენიალურ იტალიელ კომპოზიტორს და მსოფლიოში სახელგანთქმული ორმოქმედებიანი ოპერის – “სევილიელი დალაქის” (დაწერილი 1816 წელს) ავტორს - ჯაკომო ანტონიო როსინის (1792-1868 წლები),მაშინ როდესაც მისი შემოქმედება და პოპულარობა “პიკს” აღწევდა,მშობლიური ქალაქიდან – პეზაროდან (მარკეს რეგიონი – იტალია),საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.

ტიციან ტაბიძის მოსაზრება…

“ქართველ ხალხში ცხოვრობს უკვდავი აქტიორული სული.მას უნდა მუდამ სხვა იყოს,მას უყვარს თეატრალიზაცია ცხოვრების; რატომ იღებება ქართველი ქალი? ესეც ხომ მოდის ბრალი არ არის.

გალაკტიონ ტაბიძის მოსაზრება…

“ჩემის აზრით,ღრმად სცდებიან ისინი,ვინც მე ვლადიმერ მაიაკოვსკის მადარებს.ჩემი პოეტური ბუნება უფრო ახლოა მაგალითად ალექსანდრე ბლოკთან.

არეტა ფრანკლინის ნააზრევი..

1. მე ვმღერივარ მხოლოდ იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ცხოვრება ისეთივე წარმოუდგენიათ, როგორიც იგი სინამდვილეშია.

ნიკოლა ბუალო-დეპრეო

ნიკოლა ბუალო-დეპრეო - დაიბადა 1636 წლის 1 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.იგი გახლდათ დიდი ფრანგი პოეტი,კრიტიკოსი და კლასიციზმის თეორიტიკოსი,რომელმაც თავის ცნობილ პოემაში “პოეტური ხელოვნება”,ფორმულირება გაუწია რიგ დოგმებსა და კანონებს პოეზიისა.

ელ-ჭექი – “ეპიზოდი”

ყველასათვის ცნობილი,გიგანტური ელექტრული განმუხტვა ატმოსფეროში,რომელსაც თან სდევს ქუხილი და მოვიხსენიებთ,როგორც ელ-ჭექი,რა საოცრადაც არ უნდა ჟღერდეს,დადებითი მოვლენის მატარებლადაც იქცევა ხოლომე.

“მედიჩის პრემია”

“მედიჩის პრემია” - გახლავთ ფრანგული ლიტერატურული ჯილდო,რომელიც დაარსებულ იქნა 1958 წელს,დიდი ფრანგი დრამატურგის,მწერლისა და პროზაიკოსის ჟან-პიერ ჟიროდუს მიერ.

“იანუშ კორჩაკი და 200 წამებული ბავშვი”

იანუშ კორჩაკი (1878-1942 წლები),რომლის ნამდვილი სახელი გახლდათ ერხ ჰენრიხ გოლდშმიდტი,ალბათ მაგალითია იმ პედაგოგიკური აზროვნებისა და ზოგადად,ადამიანური ღირსებისა,რამაც კაცობრიობის ისტორიაში წარუშლელი კაცთმოყვარეობის კვალი დატოვა.

ლუიზა კეტრინ ჯონსონ ადამსი

ლუიზა კეტრინ ჯონსონ ადამსი დაიბადა 1775 წლის 12 თებერვალს ლონდონში.იგი გახლდათ მეუღლე ამერიკის შეერთებული შტატების,რიგით მეექვსე პრეზიდენტისა – ჯონ კუინსი ადამსისა (1767-1848 წლები) და პირველი ლედი ამერიკისა 1825-1829 წლებში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ლუიზა ერთადერთი პირველი ლედი იყო,რომელიც ამერიკაში არ გახლდათ დაბადებული.