Daily Archives: ოქტომბერი 21, 2014
გუუს ჰიდინკი – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილმა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა – გუუს ჰიდინკმა,რომელიც სხვა უამრავ საფეხბურთო კლუბთან ერთად სათავეში უდგა ისეთ ეროვნულ ნაკრებებს,როგორებიც არის – ნიდერლანდების,თურქეთის,ავსტრალიის და ასე შემდეგ,პროფესინონალური საფეხბურთო კარიერა 1967 წელს ნიდერლანდების აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დუტინჰემის საფეხბურთო გუნდში – “დე გრაფსხააპში” დაიწყო.
სისა ბენ დაჰირი
სისა ბენ დაჰირი – წარმოადგენდა იმ ლეგენდარულ და ბრძენ ინდოელ ბრაჰმანს (ინდუიზმის ყველაზე მაღალი წოდების – ვარნის წარმომადგენელი,ქურუმი ან ინტელექტუალი),მათემატიკოსსა და შემოქმედს,რომელსაც დამკვიდრებული მითის მიხედვით მიეწერება ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური თამაშის – ჭადრაკის გამოგონება.
იან დ’აკოსტა – “ყველაზე ერუდირებული მასხარა”
იან დ’აკოსტა (შესაძლოა ასევე მოვიხსენიოთ,როგორც – იან ლაკოსტა) – დაიბადა 1665 წელს პორტუგალიაში.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,იგი წარმოადენდა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ერუდირებულ და გონიერ მასხარას,რომელიც ფლობდა ექვს ევროპულ ენას,ბრწინვალედ იცოდა ბიბლია და გააჩნდა შესანიშნავი განათლება.
ნიკოლოზ ნეკრასოვის უარყოფითი თვისებები…
გამოჩენილი რუსი პოეტი,მწერალი და პუბლიცისტი – ნიკოლოზ ნეკრასოვი (1821-1877 წლები),აზარტული თამაშების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა და რიგი სათამაშო სახლების ხშირი სტუმარიც გახლდათ.
იცით თუ არა,რომ
1. ისტორიული დოკუმენტების თანახმად – მევახშეობა,ანუ ფულის სესხის პროცენტის სახით გაცემა ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით VIII საუკუნის ბაბილონში არსებობდა.ცნობისათვის,პირველი დაწესებულებები,სადაც ადამიანები თავინთ ფულს ინახავდნენ,სხვადასხვა ღმერთების სახელებზე აგებული ტაძრები იყო.მაგალითად,ძველი ბერძნები თავიანთ დანაზოგს აკროპოლისის ტერიტორიაზე აგებულ ტაძრებში ინახავდნენ.