Daily Archives: ოქტომბერი 5, 2014

ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნას მოსაზრებები…

1. „თუკი ყოველი უსამართლობა თქვენში აღშფოთებისაგან კანკალის გამომწვევი მიზეზი ხდება, ჩათვალეთ რომ – ჩემი მეგობარი ხართ”. 

ჟან დე ლაფონტენი – “ეპიზოდი”

დიდებული ფრანგი მეიგავე - ჟან დე ლაფონტენი (1621-1695 წლები),თვითმხილველთა გადმოცემების თანახმად,როდესაც შემოქმედებით წვაში იყო,საათობით დაეხეტეობდა ქუჩებში,ისე რომ მისი საქციელით გაოცებულ შემხვედრ ხალხს ელემენტალურ ყურადღებასაც კი არ აქცევდა.

ანრი მატისი – “ეპიზოდი”

დიდი ფრანგი მხატვარი,მოქანდაკე და ფოვიზმის მიმდინარეობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა – ანრი მატისი (1869-1954 წლები),სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ღრმა დეპრესიითა და უძილობით იტანჯებოდა.

“მარადიული ცეცხლი”-ს დაარსების ისტორიიდან…

“მარადიული ცეცხლი” – გახლავთ მუდმივად ანთებული კოცონი,რომელიც სიმბოლიზირდება რაიმე მოვლენისა თუ ვინმეს მარადიულ ხსოვნასთან და იგი როგორც წესი,ძირითადად მოქცეულია მემორიალური კომპლექსის ფარგლებში.ტრადიცია მარადიული ცეცხლისა,ჯერ კიდევ ანტიკური ხანის რომში იღებს სათავეს და იგი დაკავშირებული გახლდათ ცეცხლის,ოჯახის კერიისა და თემის მფარველი ძველრომაული ქალღმერთის – “ვესტას” კულტთან.

ფრიდრიხ დიურენმატი – “ეპიზოდი”

გამოჩენილი შვეიცარიელი პროზაიკოსი,ფსიქოლოგიური დეტექტივის ოსტატი,დრამატურგი და ადვოკატი – ფრიდრიხ დიურენმანტი (1921-1990 წლები),ერთ-ერთ თავის მოგონებებში აღწერდა მეტად საინტერესო შემთხვევას.

იცით თუ არა,რომ

1.  მას შემდეგ,რაც სპარსული პოეზიის გენიალურმა წარმომადგენელმა – ფირდოუსმა,”შაჰნამე” დაწერა და იგი ღაზნევიდების სახელმწიფოს სულთანს – მაჰმუდ ღაზნევს წარუდგინა,იგი იმდენად მოიხიბლა ირანელი ხალხის ეროვნულ ეპოსად შემდგომში ქცეული ნაწარმოებით,რომ ბრძანა ფირდოუსისათვის იმავე წუთს მიერმიათ 60 000 მონეტა.

ჯეიმზ I სტიუარტის შესახებ…

ელისაბედ I-ის გარდაცვალების შემდეგ,ინგლისის სამეფო ტახტზე ასული სტიუარტების დინასტიის პირველი მეფის ჯეიმზ I-ის (1566-1625 წლები) ოფიციალურად ცნობილი მამა და შოტლანდიის დედოფლის – მარიამ სტიუარტის მეუღლე – ჰენრი სტიუარტი,იგივე ლორდი დარნლი,ჯეიმზს ღვიძლ შვილად არასოდეს აღიარებდა.

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: თალმუდისტები ირწმუნებიან,რომ სამოთხეში ცოდვა მარტო ევას არ ჩაუდენია.როდესაც მან აკრძალული ხილის (ვაშლის) ჭამა დაიწყო,მის ირგვლივ იმისათვის,რომ მათაც ეგემათ აკრძალული ნაყოფი,თავი მოიყარა ყველა ფრინველმა.ამ საერთო ცოდვით დაცემაში კი,მონაწილეობა არ მიუღია ერთადერთ ფრინველს.დაასახელეთ,რომელ ფრინველზეა საუბარი?