Daily Archives: ოქტომბერი 10, 2014
მარკ შაგალი – “თეთრი ჯვარცმა”
“თეთრი ჯვარცმა” – წარმოადგენს ებრაული წარმომავლობის მქონე ფრანგი მხატვრის – მარკ შაგალის (1887-1985 წლები) მიერ ზეთის საღებავებით ტილოზე შესრულებულ ტრაგიკული სიუჟეტის მქონე სურათს.
იცით თუ არა,რომ
1. ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და პირველი მილიარდერი – ჯონ დევისონ როკფელერი,ერთობ მორწმუნე ბაპტისტი გახლდათ და მუდმივადაც სწირავდა ბაპტისტურ ეკელესიას საკმაოდ დიდ თანხებს.აღნიშნული ქმედებების გამო,როკფელერს უახლოესი პარტნიორები – “დიაკვანს” უწოდებდნენ.
წმინდა იუსტინე პოპოვიჩის ქადაგებიდან…
“ჯვარს აცვეს ღმერთი.რაღა გინდა,ადამიანო? კეთილგონიერი ავაზაკი რომ არ ყოფილიყო – გამართლება არ გექნებოდა შენ,ის რომ არ ყოფილიყო, – დედამიწა სამუდამოდ დარჩებოდა ჯოჯოხეთად.როცა ქრისტეს მიმართ დაბრკოლდა ყველა მოწაფე,ავაზაკმა აღიარა იგი ღმერთად და მეუფედ:
რეიმონდ ალბერტ კროკი – “ეპიზოდი”
რეიმონ ალბერტ კროკი (1902-1984 წლები) – წარმოადგენდა უდიდეს ამერიკელ მეწარმეს,რესტორატორსა და მსოფლიოში სახელგანთქმული სწრაფი კვების რესტონების კორპორაციის McDonald’s-ის ერთ-ერთ ფუძემდებელს.
ასკლეპიოსის კვერხთი – “მედიცინის სიმბოლო”
ასკლეპიოსის კვერთხი – წარმოადგენს ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით სინათლისა და ხელოვნების ღმერთის აპოლონის ვაჟის,მკურნალობის ღვთაების – ასკლეპიოსის კვერთხზე შემოხვეულ საღვთო გველს,რომელიც დღესდღეობით მედიცინის სიმბოლოდ არის მიჩნეული.
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: იმ დროს,როდესაც დასავლეთ აფრიკაში მდებარე გვინეის რესპუბლიკაში მეტად მოუსავლიანი პერიოდი დადგა,ქვეყნის ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას აუკრძალა ამ საქმიანობაზე ხელი აეღოთ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ საქმიანობის მქონე დასახელების ტილო დახატული აქვს გენიალურ ნიდერლანდელ მხატვარს – პიტერ პაულ რუბენს.დაასახელეთ რა აუკრძალა გვინეის მთავრობამ ადგილობრივებს?
ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისრის შესახებ…
ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი (37-68 წლები) – რომლის ნამდვილი სახელი და გვარი რომის იმპერატორის კლავდიუსის მიერ მისი შვილად აყვანამდე – ლუციუს დომიციუს აჰენორბაბუსი გახლდათ,ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ,აღვირახსნილ,დაუნდობელ და ოდიოზურ მმართველად მიიჩნევა დღემდე რომის ისტორიაში.