Monthly Archives: ოქტომბერი 2015
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესა და ნაპოლეონ ბონაპარტის შეხვედრა…
მდინარე ილმზე მდებარე ქალაქ ვაიმარში ნაპოლეონ ბონაპარტის 40 000-ანი არმიის შესვლის შემდეგ,გენიალური გერმანელი მწერლის,პოეტისა და მოაზროვნის – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს (1749-1832 წლები) საცხოვრებელი ბინა თვალში მოუვიდა ფრანგ მარშალს – მიშელ ნეის.
ალექსეი ტოლსტოის რომანიდან – “ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდი”
1. “ბოლოს და ბოლოს რა არის ადამიანი? საცოდავი მიკროორგანიზმი,რომელიც სიკვდილის ენითგამოუთქმელი შიშით ჩაბღაუჭებია დედამიწის თიხის ბურთს და მასთან ერთად ყინულოვან უკუნეთისკენ მიჰქრის? ან ეს – ტვინი,განსაკუთრებული იდუმალი მატერიის – აზრის – გამომმუშავებელი ღვთაებრივი აპარატი,მატერიისა,რომლის ერთი მიკრონიც მთელ სამყაროს იტევს… ჰა? აი – სწორედ ეს არის საქმე…”
ვოლტერი – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი ფილოსოფოსის,მოაზროვნისა და მწერლის – ფრანსუა მარი არუეს,იგივე – ვოლტერის (1694-1778 წლები) გაცნობა ძალიან ეწადა ერთ-ერთ ფრანგ სწავლულს.ამ მიზნით იგი სპეციალურად გაემგზავრა გერმანიის ქალაქ ფერნაში,სადაც იმ პერიოდისათვის იმყოფებოდა თავისი კუმირი მოაზროვნე.
კლაუდიო მონტევერდი – “ეპიზოდი”
ოპერის პირველ კლასიკოსად აღიარებული დიდი იტალიელი კომპოზიტორი და მომღერალი – კლაუდიო მონტევერდი (1567-1643 წლები),იტალიურ ქალაქ მანტუიდან გაძევების შემდგომ ვენეციაში დასახლდა,სადაც წმინდა მარკოზის ტაძრის კაპელას ჩაუდგა სათავეში.
აბუ ნასრ ალ-ფარაბი – “ეპიზოდი”
მიუხედავად უდიდესი ავტორიტეტისა და პოპულარობისა,გენიალური შუააზიელი ფილოსოფოსი,მათემატიკოსი და სწავლული - აბუ ნასრ ალ -ფარაბი (872-951 წლები) ერთობ მოკრძალებული პიროვნება გახლდათ და მუდმივად გაურბოდა საკუთარი “მე”-ს გაფეტიშებას.
სოკრატე – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,გენიალურ ძველბერძენ ფილოსოფოსსა და მოაზროვნეს – სოკრატეს (ძვ.წ.აღ-ით 470-399 წლები) გამვლელმა ჰკითხა:
სერ უოლტერ სკოტის რომანიდან – “აივენჰო”
“როდესაც კაცს განუსაზღვრელი ბოროტება შეუძლია აკეთოს და მაინც სიკეთეს სჩადის,მარტო სიკეთისთვის კი არ ეკუთვნის ქება-დიდება,არამედ იმ ჩაუდენელი ბოროტებისთვისაც,რისგანაც იგი თავს იკავებს”.
“სიბრძნის წუთი”
ერთ-ერთი ცრუპენტელა ძველ ბერძენი მცირე სკვითიას ეწვია.ამაო ლაყბობამ და ცრუმეტყველებამ იგი სკვითების დაცინვის ობიექტად აქცია.”თქვენ,სკვითები,ვალდებულები ხართ პატივისცემით მომეპყრათ,რადგან მე სწორედ იმ ქალაქის შვილი ვარ,სადაც – პლატონი დაიბადაო”, – განუცხადა ერთ დღეს ბერძენმა სკვითებს.
არისტოტელე – “ეპიზოდი”
კლასიკური ხანის გენიალურ ძველ ბერძენ ფილოსოფოსსა და ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელს - არისტოტელეს (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები) ერთ-ერთმა ცნობისმოყვარემ ჰკითხა:
დიონისე I – “ეპიზოდი”
სირაკუზელი ტირანი – დიონისე I (ძვ.წ.აღ-ით 431-367 წლები) შესანიშნავად ათვითცნობიერებდა იმას,რომ თავისი ქალაქის მოსახლეობას საშინლად სძულდა და შეაჩვენებდა.