Monthly Archives: ივნისი 2016

ანტონ ვებერნი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი კომპოზიტორის,დირიჟორისა და ახალი ვენის სკოლის ფუძემდებლის – ანტონ ვებერნის (1883-1945 წლები) აღსასრული ერთობ ტრაგიკული აღმოჩნდა.

ტოქსოპლაზმა – “ეპიზოდი”

მეცნიერთა დიდი ნაწილი სავარაუდოდ მიიჩნევს,რომ ადამიანებში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფსიქიკური დაავადების – შიზოფრენიის წარმოშობის უმთავრეს მიზეზს – პარაზიტული პროტისტების მონოტიპური სახეობა – “ტოქსოპლაზმა” წარმოადგენს.

ადოლფ ჰიტლერის დამოკიდებულება თამბაქოსადმი…

გერმანული ნაციონალ-სოციალიზმის ფუძემდებელი და მესამე რაიხის ტოტალიტარული დიქტატურის შემოქმედი – ადოლფ ჰიტლერი (1889-1945 წლები),ახალგაზრდულ ასაკში სიგარეტის თავგადაკლული მწეველი გახლდათ და დღეში,საშუალოდ, 40 ღერ სიგარეტს ეწეოდა.

ჰელმუტ შმიდტი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესკანცლერი 1974-1982 წლებში – ჰელმუტ ჰაინრიხ ვალდემარ შმიდტი (1918-2015 წლები) მენთოლიანი სიგარეტის დიდი მოყვარული პიროვნება გახლდათ.

გერჰარდ შრედერი – “ეპიზოდი”

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესკანცლერი 1998-2005 წლებში - გერჰარდ შრედერი,თავისი ცხოვრების განმავლობაში ოთხჯერ იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში.

ბეატრიქსი – “ეპიზოდი”

1890 წლიდან 2013 წლამდე პერიოდებში,ნიდერლანდების სამეფო ტახტზე ორანულ-ნასაური დინასტიის მხოლოდ და მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლები ავიდნენ.

წმინდა ედუარდის გვირგვინი – “ეპიზოდი”

წმინდა ედუარდის გვირგვინი – წარმოადგენს 1661 წელს იშვიათი საიუველირო ხელოვნებით დამზადებულ იმ სამეფო გვირგვინს,რომელიც გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფის კორონაციის დროს გამოიყენება.

ფრედენსბორგის სასახლე – “ეპიზოდი”

ფრედენსბორგის სასახლე – განთავსებულია დანიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალ კუნძულ ზელანდიაზე.კერძოდ,ესრუმის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე და იგი წარმოადგენს დანიის სამეფო ოჯახის საგაზაფხულო და საშემოდგომო რეზიდენციას.

ალექსანდრე პუშკინის ძეგლი შანხაიში – “ეპიზოდი”

1937 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ – შანხაიში რუსი ემიგრანტების უშუალო ძალიხმევით,აღმართული იქნა გამოჩენილი რუსი პოეტისა და ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებლის - ალექსანდრე პუშკინის (1799-1837 წლები) ძეგლი.

“დამაკვირდი”

1. ”რაც მეტად მიეცემით ცივ ანგარიშიანობას,მით უფრო შორს წახვალთ.ქალებს და კაცებს ისე უყურეთ,როგორც ფოსტის ჯახრაკა ცხენებს,რომელთაც თქვენ უახლოეს სადგურამდე იყენებთ… იმასაც ნახავთ,რომ ჩვენი საზოგადოება ჩერჩეტებისა და არამზადებისაგან შედგება… ზარბაზანის ტყვიასავით უნდა გაიკვლიოთ გზა ამ ბრბოში ან ჭირის ბაცილასავით შეძვრეთ მასში.პატიოსნებას სარგებლობა არ მოაქვს…” – ბოსეანი