Daily Archives: დეკემბერი 23, 2016
ბიზანტიის იმპერატორის – ზოიას შესახებ…
ბიზანტიის იმპერატორმა – ზოიამ (978-1050 წლები) თავისი პირველი ქმარი,ბიზანტიის იმპერატორი – რომანოზ III არგიროსი, 1034 წლის 11 აპრილს აბაზანაში ჩაახრჩობინა მსახურებს. და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ახალ ქმრად და კეისარ-იმპერატორად დაისვა აწ დამხრჩვალი მეუღლის ერთ-ერთი მკვლელი და ფეხისმფხანელი – მიხეილ IV პაფლაგონელი.
ივანე აივაზოვსკი – “ეპიზოდი”
1884 წელს სომხური წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი პეიზაჟისტ-მარინისტი - ივანე აივაზოვსკი (1817-1900 წლები) ატლანტის ოკეანეში განთავსებულ ბისკაიის ყურეში საშინელ შტორმში მოყვა.
შარლ VII ძლევამოსილი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, საფრანგეთის მეფე – შარლ VII დე ვალუა (1403-1461 წლები), მეტსახელად – “ძლევამოსილი”, თავის ფავორიტ ქალბატონებს სრულ თავისუფლებას ანიჭებდა ჩაცმის საკითხებში და ისინიც მეტად თამამი და ექსტრავაგანტული კაბებით იმოსებოდნენ.
ელ გრეკო – “ეპიზოდი”
ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ ქალაქ ტოლედოში არსებული სან-ტომეს ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირის – ანდრეს ნუნიესის შეკვეთით ბერძნული წარმომავლობის მქონე გენიალურმა ესპანელმა მხატვარმა - ელ გრეკომ 1586-1588 წლებში იმავე ტაძრისათვის განკუთვნილი ტილო,სახელწოდებით – “გრაფი ორგაზას დაკრძალვა” დახატა.
ნერონის კოლოსი
რომის იმპერიის სისასტიკით განთქმულმა ოდიოზმა მმართველმა,იმპერატორმა – ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარმა,ანუ – ნერონმა (37-68 წლები),პირველ საუკუნეში “ნერონის ოქროს სახლის” ვესტიბიულში (საიმპერატორო რეზიდენცია პალატინის ბორცვზე) დიდ ბერძენ არქიტექტორს – ზენოდორუსს დააპროექტებინა და ააგებინა უზარმაზარი მარმარილოს ქანდაკება.