Daily Archives: დეკემბერი 11, 2016
სუნ იატსენი – “ეპიზოდი”
ჩინეთის პრეზიდენტი,გომინდანის პარტიის დამაარსებელი და გარდაცვალების შემდგომ “ერის მამად” წოდებული – სუნ იატსენი (1866-1925 წლები) ბავშვობის ხანაში მშობლებმა მშობლიური სოფლის – ჩშუნჟანის სიახლოვეს განთავსებულ ბუდისტურ მონასტერში მიაბარეს აღსაზრდელად.
ფრედერიკ ედვინ ჩერჩი – “ჩრდილოეთის ციალი”
“ჩრდილოეთის ციალი” – წარმოადგენს დიდი ამერიკელი მხატვარ-პეიზაჟისტისა და რომანტიკოსის – ფრედერიკ ედვინ ჩერჩის (1826-1900 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შესანიშნავ ტილოს.
ინდირა განდი – “ეპიზოდი”
ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი და ქვეყნის მომავალი პირველი პრემიერ-მინისტრი – ჯავაჰარლალ ნერუ,მისი ოჯახი,ნათესავები,ახლობელ-მეგობრები და შეიძლება ითქვას,მთელი ინდოეთი ელოდა,რომ კამალა ნერუ (ჯავაჰარლალის მეუღლე) ქვეყნიერებას ვაჟს მოუვლენდა,თუმცა მათდა სამწუხაროდ, 1917 წლის 19 ნოემბერს ნერუების ოჯახში გოგონა დაიბადა.
პენ ლიუანი – “ეპიზოდი”
1987 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მომავალი პრეზიდენტი – სი ძინპინი სახალხო სიმღერების პოპულარულ ჩინელ შემსპულებელ ქალზე - პენ ლიუანზე დაქორწინდა.აღნიშნული ქორწინება ლიუანისაგან განსხვავებით,სი ძინპინისათვის რიგით მეორე ქორწინება გახლდათ.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,გენიალური რუსი პრიმა-ბალერინის – მაია პლისეცკაიას (1925-2015 წლები) შემოქმედების დიდი თაყვანისმცემლები გახლდნენ არა მხოლოდ ჯონ კენედი (აშშ-ის პრეზიდენტი) და მისი მეუღლე – ჟაკლინი,არამედ ჯონის ძმა – რობერტიც.ცნობილია ისიც,რომ პლისეცკაიას აშშ-ი გასტროლების შემდგომ (სწორედ მაშინ შეხვდა მაია პირველად რობეტ კენედის) პრეზიდენტის ძმა თავის ტრაგიკულ აღსასრულამდე ყოველ დაბადების დღეზე უგზავნიდა პრიმა-ბალერინას საჩუქრებს.
ლუი-ალექსანდრ ბერთიე – “ეპიზოდი”
ნაპოლეონ ბონაპარტის არმიაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა გენიალურ ფრანგ სამხედრო მოღვაწეს,საფრანგეთის მარშალსა და შტაბის უფროსს – ლუი-ალექსანდრ ბერთიეს (1753-1815 წლები).ბონაპარტთან განსაკუთრებული სიახლოვის გამო,ბერთიეს ხუმრობით – “იმპერატორის ცოლიც” კი შეარქვეს.
პიეტრო მასკანი – “ეპიზოდი”
იმ დღეებში,როდესაც დიდი იტალიელი ოპერის კომპოზიტორი - პიეტრო მასკანი (1863-1945 წლები) თავისი მუსიკალური ქმნილების პრემიერისათვის ემზადებოდა,მუსიკოსს რამდენიმე კლაკიორი ეწვია (დაქირავებული პირი,რომელმაც,მის მსგავს დაქირავებულებთან ერთად,თეატრში ტაშის კვრით,შეძახილებით,ყვირილით თუ სტვენით უნდა შექმნას მსახიობის ან სპექტაკლის წარმატების (ან პირიქით) შთაბეჭდილება).
პეტრე კროპოტკინი – “ეპიზოდი”
ანარქო-კომუნიზმის ანუ თავისუფალი კომუნიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა რუსმა რევოლუციონერ-ანარქისტმა,გეოგრაფმა და სწავლულმა - პეტრე კროპოტკინმა (1842-1921 წლები) 1878 წლის 8 ოქტომბერს 36 წლის ასაკში ჯვარი დაიწერა ებრაული წარმომავლობის მქონე რუსი რევოლუციონერის 22 წლის ქალიშვილზე – სოფია ანანიევა-რაბინოვიჩზე.
ნიკოლოზ ნეკრასოვი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი პოეტი,მწერალი და პუბლიცისტი – ნიკოლოზ ნეკრასოვი (1821-1878 წლები),რომელსაც მისი თანამედროვეები ერთობ ცუდი ხასიათის მქონე პიროვნებად ასახელებდნენ (ამბობდნენ,რომ ის იყო ძუნწი,ნაღვლიანი,შურისმაძიებელი,შფოთისთავი და ასე შემდეგ) რამდენიმე ხნის განმავლობაში თავისი უახლოესი ლიტერატორი მეგობრის – ივანე პანაევის სახლში ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში.