Daily Archives: დეკემბერი 16, 2016
ლევან სანიკიძე – (რა არის ქართველთა “სისუსტე” და “უვარგისობა” მტერთან ბრძოლაში?)
“ქართველს,როგორც მეომარს,ომის “ბოლომდე მიყვანა”,ანუ უკიდურეს სისასტიკემდე მიყვანა არ შეუძლია.ომის უკიდურესი,ზღვარგადასული სისასტიკე კი,არის გენოციდი – მოპირდაპირე ბანაკის სრულად ამოწყვეტა,დედაბუდიანად,
კონსტანტინე ბალმონტი – “ეპიზოდი”
1889 წელს გამოჩენილმა რუსმა სიმბოლისტმა-პოეტმა,მთარგმნელმა და ესეისტმა – კონსტანტინე ბალმონტმა (1867-1942 წლები) მიუხედავად დედისა და ზოგადად,ოჯახის სასტიკი წინააღმდეგობისა,ულამაზეს გოგონაზე – ლარისა გარელინაზე იქორწინა.
ნიკოლა პუსენი – “ეპიზოდი”
საფრანგეთის მეფის – ლუი XIII-ს ერთ-ერთი უსაყვარლესი ფრანგი მხატვრისა და სახვით ხელოვნებაში კლასიციზმის დიდებული წარმომადგენლის – ნიკოლა პუსენისათვის (1594-1665 წლები) ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს არა ფული,არამედ თავისი სახელისა და შემოქმედების განდიდება წარმოადგენდა.
“სიკვდილის რეისები”
არგენტინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შავბნელ პერიოდად მიჩნეულია 1976-1983 წლები.თავის მხრივ,აღნიშნული პერიოდის ზოგადი სახელწოდება გახლავთ – “ბინძური ომი”,რომელიც ხასიათდებოდა სახელმწიფოებრივი ტერორიზმის სასტიკი გამოვლინებებით – ადამიანების მასობრივი გატაცებებით,წამებებით,გაუსამართლებელი დასჯებით და ასე შემდეგ.
ჟან-პოლ სარტრი – “ეპიზოდი”
1929 წელს პატარა სიმაღლის მქონე და ცალ თვალში სინათლედაშრეტილმა დიდმა ფრანგმა მწერალმა და ფილოსოფოსმა - ჟან-პოლ სარტრმა (1905-1980 წლები) ულამაზესი და ელეგანტური მანერებით დაჯილდოებული ქალი – სიმონ დე ბოვუარი გაიცნო.
იცით თუ არა,რომ
1. თავისი პრინციპული,მკაცრი და სასტიკი ხასიათით ცნობილმა ძველი რომის კონსულმა და მხედართმთავარმა – ტიტუს მანლიუს ტორკვატუსმა (ძვ.წ.აღ-ით IIIსაუკუნე) გალებთან ომის მიმდინარეობის დროს საკუთარი ვაჟის სიკვდილით დასჯა იმიტომ ბრძანა,რომ იგი მიუხედავად მხედართმთავრის აკრძალვისა,მაინც ეკვეთა მტერს.