Monthly Archives: სექტემბერი 2017

წიგნების გაყიდვის უჩვეულო მეთოდი

ცნობილია,რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში,როგორც წესი,ამა თუ იმ წიგნის გაყიდვა ძირითადად დამოკიდებულია ავტორის ვინაობაზე.შესაბამისად,რაც უფრო პოპულარულია მკითხველში ავტორი,მით უფრო ძვირი და გაყიდვადია მისი ქმნილება,

ნეკროკრატია

ნეკროკრატია – ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და ითარგმნება,როგორც – „მკვდრების ძალაუფლება”.იგი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ისეთ უჩვეულო ფორმას,რომელშიც ქვეყნის მმართველის ფუნქციას რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, – გარდაცვლილი ადამიანი ასრულებს.

ვიქტორ-მარი ჰიუგო წერდა…

„ხუროთმოძღვრების დიდი ქმნილებანი იმდენად ცალკე პიროვნებათა ნაწარმოები როდია,რამდენადაც მთელი საზოგადოების ნამოღვაწარი; ისინი უფრო მეტად ხალხის შრომითა და ოფლით არის შექმნილი,ვინემ გენიოსი ადამიანის ზეშთაგონებით.

ნაბუქუდონოსორ II – „ეპიზოდი”

ისევე როგორც სხვა უამრავ მოკვდავს,ბიბლიასა და დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში არაერთხელ მოხსენიებულ ახალი ბაბილონის სამეფოს მეფეს – ნაბუქუდონოსორ II-ს (ძვ.წ.აღ-ით 630-562 წლები),რომლის სახელთანაც ასოცირდება ბაბილონის დაკიდებული ბაღების აგება,ერთობ უცნაური ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებდა.

„დამაკვირდი”

1. „ადამიანი ხედავს,რომ ჩვენი დროის საზოგადოების ცხოვრება მგლის მორალზეა დაყრდნობილი და გააფთრებული საყოველთაო ბრძოლის პირობებში ვერ დაწინაურდება,თუ არ გამოიყენა ყველა იარაღი: პირფერობა და ყალბი ღვთისმოსაობა,მორჩილება და თავხედობა,სიმამაცე და მორცხვობა,დაშნა და ანაფორა”.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ იმ პირველი ევროპელის ვინაობა,რომელმაც ეგვიპტეში მოგზაურობის შემდეგ ძვ.წ.აღით 450 წელს პირველად აღწერა დეტალურად ამ უძველესი ცივილიზაციის ხალხში ფესვგადგმული მუმიფიცირების პროცესი.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„არ გაგიკვირდეთ, და, არსებობენ ისეთი ადამიანებიც,რომელთაც უყვართ იმის წარმოდგენა,რაც ათი წლის შემდეგ უნდა მოხდეს,ამ დროს კი ვერ ხედავენ იმას,რაც მათ თვალწინ ხდება”.

პიერ ტერაილ დე ბაიარდის შესახებ…

ერთ გონიერ კაცს უთქვამს – „არაფერია მტრისათვის იმაზე შემაშფოთებელი,როგორც თქვენი სიმამაცეო”.ეს სიტყვები რომ სრული ჭეშმარიტებაა,ამას „უშიშარ და უებრო რაინდად” წოდებული დიდი ფრანგი მხედართმთავრისა და გულმხურვალე მამულიშვილის – პიერ ტერაილ დე ბაიარდის (1473-1524 წლები) ბიოგრაფიის უკანასკნელი ფურცელიც ადასტურებს.

ამონარიდები ანრი მარი ბეილის (სტენდალის) რომანიდან – „პარმის სავანე”

„მიხვედრილი ადამიანები შენს ჭკუას შენს თვალებშიც დაინახავენ”.

უცნაური გადასახადი

ბეღურების განსაკუთრებული მომრავლების მომიზეზებით, XVIII საუკუნეში გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით განთავსებული ისტორიული ოლქის ვიუტემბერგის ხელისუფლებამ მოსახლეობას ერთობ უცნაური სახის გადასახადი დააკისრა.