Monthly Archives: სექტემბერი 2017
იცით თუ არა,რომ
1. პირველი სახელმწიფო მსოფლიოში,სადაც 1979 წელს კანონით იქნა აკრძალული ბავშვების ფიზიკური დასჯა,მათ შორის მშობლების მხრიდანაც, – შვედეთის სამეფოა.მოგვიანებით ანალოგიური კანონი მიღებული იქნა კიდევ ოცდაათზე მეტ ქვეყანაში.
იცით თუ არა,რომ
1. ქართულ სალიტერატურო ენას საფუძვლად დაედო ეგრეთ წოდებული „ხანმეტური დიალექტი” – ისტორიული ქვემო ქართლის მეტყველება,რომელიც გავრცელებული გახლდათ მცხეთა-ბოლნისის რეგიონებში.
კონსტანცია – „ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც წუთისოფელს გამოეთხოვა გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი,მისი მეუღლე – კონსტანცია ვებერი 1809 წელს ცოლად გაჰყვა დანიელ დიპლომატს – გეორგ ნიკოლაუს ფონ ნისენს და საცხოვრებლად კოპენჰაგენში გადავიდა.
ავსტრალიის ეროვნული გერბი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ავსტრალიის კავშირის ეროვნულ გერბზე გამოსახულია ფაუნის ორი სახეობის წარმომადგენელი – კენგურუ და სირაქლემა ემუ,რომლებიც შევნიშნოთ,რომ ქვეყნის ეროვნულ ცხოველებს წარმოადგენენ.
ფელეტონი
ღარიბთა დამხმარე საზოგადოებიდან შემწეობა რომ მოგვიტანა,იმ კეთილმა ქალბატონმა გვკითხა,ამდენ ბავშვს რატომ აჩენო.
„დამაკვირდი”
1. „კაცმა არასოდეს წესიერად არ იცი,როგორი ხარ,ვინაა შენზე უარესი ან უკეთესი”. – ალბერტო მორავია
ლუი-დომინიკ ბურგინიონი (კარტუში)
XVIII საუკუნის დამდეგის საფრანგეთში,კერძოდ კი მის დედაქალაქ პარიზში,დათარეშობდა იმ პერიოდის საფრანგეთის ყველაზე ცნობილი მძარცველი – ლუი-დომინიკ ბურგინიონი (1695-1721 წლები),მეტსახელად – „კარტუში”,რომელიც 2 000-ზე მეტი კაცისგან შემდგარ ბანდას მეთაურობდა.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ცნობილია,რომ ერთ-ერთ გამოჩენილ რუს მწერალს,დრამატურგსა და მთარგმნელს განსაკუთრებით უყვარდა მუსიკა და სიმღერა,თუმცა თავად არავითარი ვოკალური მონაცემები (ხმა) არ გააჩნდა.ამას იგი თავადაც აღიარებდა და ყოველგვარი ფამილარობის გარეშე,საკუთარ ხმას – „ღორის ღრუტუნს” ადარებდა.დაასახელეთ,რომელი რუსი ლიტერატორი ადარებდა საკუთარ ვოკალურ მონაცემებს – „ღორის ღრუტუნს”?!
ივანე ბუნინი – „ეპიზოდი”
პარიზში გადახვეწილი გამოჩენილი რუსი ნობელიანტი მწერლისა და პოეტის - ივანე ბუნინის (1870-1953 წლები) მეუღლე – ვერა მურომცევა პერიოდულად წუხდა იმაზე,რომ მისი ქმრის მიერ დაწერილი ნაწარმოებებიდან და პუბლიკაციებიდან ბუნინების ოჯახი ერთობ მცირეოდენ ჰონორარს იღებდა.
ტომას ჯეფერსონი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მესამე პრეზიდენტის – ტომას ჯეფერსონის (1743-1826 წლები) ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ,რომ იგი დემოკრატი,კაცთმოყვარე და ჰუმანური პიროვნება იყო.