Monthly Archives: ოქტომბერი 2017
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„სულელები და ბრძენი ადამიანები თანაბრად უვნებელნი არიან.ხიფათს მხოლოდ ნახევრად სულელებისგან და ნახევრად ბრძენებისგან უნდა ველოდოთ”
ჰანტერ სტოქტონ ტომპსონი – „ეპიზოდი”
„აბსოლუტური სიმართლე – ძალიან იშვიათი და სახიფათო რამ არისო”, – წერდა გონზო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი – ჰანტერ სტოქტონ ტომპსონი (1937-2005 წლები).
ბერნაბო ვისკონტი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთმა ულამაზესმა იტალიურმა ქალაქმა ვენეციამ XVI საუკუნეში იმით გაითქვა სახელი,რომ ქალაქში ერთობ მომრავლდნენ უძველესი პროფესიის მქონე მსუბუქი ყოფაქცევის ქალები.ცნობილია ისიც,რომ ოფიციალური მონაცემების თანახმად 1509 წელს ვენეციაში 11 000 მეძავი იყო აღრიცხული.
ვინ გამოიგონა სუფრის დანა?
საფრანგეთის ლეგენდად ქცეული სახელმწიფო მოღვაწე – არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე (1585-1642 წლები),იგივე – კარდინალი რიშელიე,ერთობ ფრთხილი ადამიანი გახლდათ.იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საკუთარ უსაფრთხოებას და იმისათვის,რომ მისი სიცოცხლე არ ხელეყოთ,მრავალი მეთოდი შეიმუშავა თავდაცვისათვის.
იცით თუ არა, რომ
1. საფრანგეთის ცბიერი და სასტიკი მეფე ვალუათა დინასტიიდან – ლუი XI, არა მხოლოდ უჩვეულოდ პატარა თვალებით, არამედ უზარმაზარი ცხვირითაც გამოირჩეოდა. იმისათვის, რომ ეს ფიზიკური ნაკლი როგორმე დაემალათ, მხატვრები მეფის პორტრეტებს პროფილში ძალიან იშვიათად ხატავდნენ.
კარლ II მოჯადოებული – „ეპიზოდი”
ისტორიკოსთა გადმოცემის თანახმად, „მოჯადოებულად” წოდებული ესპანეთის მეფე – კარლ II (1661-1700 წლები) ერთობ საშინელი შესახედაობის მქონე მონარქი ყოფილა და ამის უმთავრეს მიზეზად მკვლევარები „სისხლთაღრევის” ამაზრზენი ფაქტების მთელ სერიათა ჯაჭვს ასახელებენ.
იაკობ გოგებაშვილი წერდა…
„შეუდარებელი,უებრო შურისძიება იცის ისტორიამ; საუკეთესო ისტორიკოსები იმ აზრზე დგანან,რომ ქრისტიანობა პატარა ადგილობრივ სარწმუნოებად დარჩებოდა თუ რომ იესო ნაძირალა ებრაელებს ჯვარს არ ეცვათ.
ჯორჯ ბერნარდ შოუ – „ეპიზოდი”
უდიდესი ირლანდიელი დრამატურგი და რომანისტი – ჯორჯ ბერნარდ შოუ (1856-1950 წლები) აღიარებდა,რომ არც ერთ სკოლაში,რომელშიაც კი ოდესმე უვლია, – არაფერი შეუსწავლია.
ჰარი ტრუმენი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 33-ე პრეზიდენტმა – ჰარი ტრუმენმა (1884-1972 წლები),რომელიც უმთავრესი ინიციატორი გახლდათ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების ჩამოგდებისა,საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის ჟამს საზოგადოებას უკანასკნელად მიმართა ოფიციალური სიტყვით.