Monthly Archives: დეკემბერი 2017
დანიური საპროტესტო ღორი
XX საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ ფრიზიის რაიონში (გერმანია),კერძოდ კი,შლეზვინგ-ჰოლშტაინის მხარეში დასახლებულ დანიელებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ კატეგორიულად აუკრძალა თავიანთ სახლებთან დანიის სამეფოს ეროვნული დროშების აღმართვა-გამოფენა,რამაც თავის მხრივ,ჩრდილოეთ ევროპელი (სკანდინავიელი) ხალხი ერთობ გაანაწყენა.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
1945 წლის 17 აგვისტოს გაერთიანებულ სამეფოში გამოცემული იქნა დიდი ინგლისელი მწერლისა და ესეისტის – ჯორჯ ორუელის სატირული ალეგორია საბჭოთა ტოტალიტარიზმზე – „ცხოველების ფერმა”,სადაც ანტიუტოპიური ნაწარმოების ერთ-ერთ მთავარ გმირს ცხოველთა ფერმაში დიდი ძალაუფლების ხელში ჩამგდები აგრესიული ღორი,სახელად – ნაპოლეონი წარმოადგენდა.
ლუციუს ანეუს სენეკა – „ეპიზოდი”
სტოიციზმის მიმდევარი გენიალური რომაელი ფილოსოფოსი,დრამატურგი და პოეტი - ლუციუს ანეუს სენეკა (ძვ.წ.აღ-ით 4 – ახ.წ.აღ-ით 65 წლები),რომელიც აღმზრდელი და მრჩეველი გახლდათ ისეთი ოდიოზი პიროვნებისა,როგორიც იყო რომის იმპერატორი – ნერონი,ერთობ ნაყოფიერ ავტორად არის მიჩნეული.
რას წერდნენ XIX საუკუნეში კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირების შესახებ?
„როგორც ყველა სხვა წოდებას,ისე სამღვდელოებასაც ჰყავს თავისი დიდი ბობოლები.ეს გახლავთ მდიდარი,ფულის და მამულის პატრონი,მოხერხებული,საზოგადოებაში მიღებული ეპისკოპოსები.ამ ბობოლებმა ლოცვაც იციან,რასაკვირველია,მაგრამ მოთხოვნა კიდევ უფრო კარგად ემარჯვებათ.
სემიუელ მორზეს პოლიტიკური კრახი
დღეისათვის სახელოვანი ამერიკელი გამომგონებლისა და მხატვრის – სემიუელ მორზეს (1791-1872 წლები) როლი განისაზღვრება,როგორც „მორზეს ანბანის” და ტელეგრაფის კომერციალიზაციის ფუძემდებლისა,თუმცა არავინ იგონებს და ყველას ავიწყდება ის,რომ ელექტრომაგნიტური აპარატის გამომგონებელს ერთობ წარუმატებელი პოლიტიკური კარიერა გააჩნდა.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ღმერთმა დამიფაროს იმ ზედმეტი ქონებისაგან,რომელიც წამდაუწუმ ჩამძახებს ყურში: არის ხალხი,რომ შია, სცივა, ბევრია ღარიბ-ღატაკიო!”
ბიზანტიის იმპერია – „ეპიზოდი”
„ბიზანტიის იმპერიის ისტორია – ეს გახლავთ სასულიერო პირების,საჭურისებისა და ქალთა წრის ინტრიგებით გაჯერებული მონოტონური ისტორია,რომლისთვისაც ერთობ დამახასიათებელი იყო შეთქმულებები,მოწამვლები,ყოველდღიური უმადურობები,უკმაყოფილებები და გამუდმებული ძმათაკვლის საშინელი მოვლენები”. – წერდა ბიზანტიის იმპერიის შესახებ თავის წიგნში – „ბიზანტიის ისტორია”,
ფოთლები – „ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ხე-მცენარეების სახეობათა უდიდესი ნაწილის ფოთლების „სიცოხლის ხანგრძლივობა” გაზაფხულიდან შემოდგომამდე ჩათვლით პერიოდებს მოიცავს და შესაბამისად,მხოლოდ და მოხლოდ რამდენიმე თვით განისაზღვრება.
მელბურნის მერიის მახვილგონივრული ქმედება
ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქ – მელბურნში,სადაც შესანიშნავად არის აწყობილი მოქალაქეების სოცუზრუნველყოფის პროგრამა,რამდენიმე ხნის განმავლობაში ერთობ მომრავლდა მოწყალების სათხოვნელად გამოსული ხალხის რაოდენობა ქუჩებში.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„თითოეულმა ადამიანმა თავისი მოვალეობა შეძლებისა და შეგნების კვალად უნდა აღასრულოს”.