Daily Archives: თებერვალი 28, 2018
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„კაცთა მოდგმის საუბედუროდ,ოქრო – ხშირ შემთხვევაში სისხლით ნათესაობაზე ძლიერია”.
იცით თუ არა,რომ
1. „თუ მოციქული არა იყავ,პირველად ენისა აღმოკუეთა იყო შენი სამართალი და მერმეღა თავისა,კადნიერად კადრებისათვის”. – ამ სიტყვებით მიმართა თამარ მეფის შეურაცხმყოფელ რუქნადინის ელჩს საქართველოს დიდმა მხედართმთავარმა და მამულიშვილმა – ზაქარია II მხარგრძელმა მას შემდეგ,რაც „უხეთქა ხელითა პირსა და ვითარცა მკუდარი დასცა და იდვა იგი”.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
„ღმერთმა ფულის გასაკეთებლად ჩამომიშვა მიწაზეო”, – ხშირად ამბობდა ახლობელთა წრეში ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი მილიარდერი.დაასახელეთ,რომელი „ღვთისმოსავი” ამერიკელი მილიარდერია აღნიშნული სიტყვების ავტორი?!
ლუიშ დი კამოენსის შესახებ…
პორტუგალიური ლიტერატურისა და პოეზიის ბუმბერაზს,თანამედროვე პორტუგალიური ენის ფუძემდებელსა და შედევრი-პოემის – „ლუზიადების” ავტორს – ლუიშ დე კამოენსს (1524-1580 წლები),რომელმაც თავის უკვდავ ქმნილებაში პორტუგალიის მიერ აღსრულებულ დიად საქმეებს უგალობა და ხოტბა შეასხა
XVII საუკუნის საფრანგეთში მიღებული თავაზიანობის ერთ-ერთი წესი
XVII საუკუნის საფრანგეთში კეთილშობილი და ზრდილი მამაკაცი თავის დღეში არასოდეს მიუჯდებოდა სუფრას თავშიშველი,რადგან ასე მოითხოვდა იმ პერიოდში დამკვიდრებული წესი.