Daily Archives: თებერვალი 11, 2018
ფრიდა კალო – „ეპიზოდი”
„დიეგო = ჩემს ქმარს; დიეგო = ჩემს მეგობარს; დიეგო = ჩემს დედას; დიეგო = ჩემს მამას; დიეგო = ჩემს შვილს; დიეგო = „მე”-ს; დიეგო = მთელ სამყაროს”. – ასეთი ჩანაწერი გააკეთა საკუთარ დღიურში გენიალურმა მექსიკელმა ფერმწერმა – ფრიდა კალომ (1907-1954 წლები) თავისი უსაყვარლესი მეუღლის,სახელოვანი მექსიკელი კუბისტი მხატვრისა და მიურალისტის - დიეგო რივერას (1886-1957 წლები) შესახებ.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ღმერთები არასდროს ასაჩუქრებენ ვინმეს ისე,რომ რაიმე ხინჯიც არ დააყოლონ”.
ჯონ ტილოტსონი წერდა…
„გვიხაროდეს,ოდეს ისინი,ვისაც ქვეყნის მართვა ძალუძთ და საამისო მოწოდებაც გააჩნიათ,თანახმა არიან ზიდონ ეს ტვირთი.დიახაც დიდად მადლიერი უნდა ვიყოთ მათი,რამეთუ გაისარჯნენ და მოიკრიბეს მხნეობა,რათა მართონ ქვეყანა და იცხოვრონ სააშკარაოდ;
ჟან-ეტიენ ლიოტარი – „ეპიზოდი”
პასტელით ხატვის დიდოსტატი შვეიცარიელი მხატვარი - ჟან-ეტიენ ლიოტარი (1702-1789 წლები) ხშირად აინტრიგებდა ადამიანებს თავისი ეგზოტიკური ჩაცმულობის სტილით.კონსტანტინოპოლში ყოფნის ჟამს კი იგი სულაც აღმოსავლური ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ტანსაცმლით იმოსებოდა.
მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო – „ეპიზოდი”
„ყველაფერი,რაც ვიცი,ვისწავლე კარავაჯოს სურათების დათვალიერების შედეგად”. – ასე განაცხადა იტალიური წარმომავლობის მქონე დიდმა იტალიელმა კინორეჟისორმა – მარტინ სკორსეზემ ევროპის სახვითი ხელოვნების რეფორმატორად წოდებული გენიალური იტალიელი მხატვრის - მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს (1571-1610 წლები) შესახებ.
რა ფასად გაიყიდა ლევ ტოლსტოის ლიტერატურული მემკვიდრეობა?
გენიალური რუსი მწერლისა და მოაზროვნის – ლევ ტოლსტოის (1828-1910 წლები) გარდაცვალების შემდგომ,მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის შესყიდვის უფლების მოპოვებისათვის ბრძოლაში ორი გიგანტური რუსული გამომცემლობა – „ივანე დიმიტრის ძე სიტინის ამხანაგობა” და „ადოლფ თედორეს ძე მარქსის ამხანაგობა” ჩაერთო.
ევდოკიმ ოგნევი – „ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,მეფის რუსეთში 1917 წელს განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების დაწყების ნიშანი (ზალპი),რომელმაც უდიდესი ფსიქოლოგიური როლი იქონია ზამთრის სასახლის შტურმის წარმატებით განხორციელების პროცესში,მიცემული იქნა სანკტ-პეტერბურგში,კერძოდ კი მდინარე ნევაში მდგომი ბალტიის ფლოტის შემადგენლობაში შემავალი რუსული კრეისერიდან – „ავრორა”.
ფრიდრიხ II დიდი – „ეპიზოდი”
„თუ გსურთ გაზეთი საინტერესო იყოს,იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემორჩილოს და დაექვემდებაროს არავის ბრძანებას”. – თავის დროზე ბრძანა ჰოენცოლერნების დინასტიის წარმომადგენელმა პრუსიის მონარქმა – ფრიდრიხ II დიდმა (1712-1786 წლები).
საინტერესო სტატისტიკა ბიბლიოთეკების შესახებ…
ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაციის – „International Federation of Library Associations and Institutions” მიერ XXI საუკუნის დასაწყისში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგენილი იქნა,რომ იმ პერიოდისათვის დედამიწაზე საერთო ჯამში – 569 600-მდე ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა.