Daily Archives: თებერვალი 13, 2018
რა ამაზრზენ დანაშაულში დასდეს ბრალი ლეონარდო და ვინჩის?
1476 წლის 9 აპრილს, 24 წლის ასაკში მყოფი გენიალური იტალიელი მხატვარი,არქიტექტორი და სწავლული – ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წლები) ძალიან უსიამოვნო სკანდალში გაეხვა.
ანატოლ ფრანსის გენიალური ნააზრევი…
„მე სულ იმას ვფიქრობ,ხალხი უფრო ბოროტია,ვიდრე ერთის შეხედვითა ჩანს-მეთქი.თავი ისეთებად როდი მოაქვთ,როგორიც სინამდვილეში არიან; იმალებიან,როცა ისეთი რამის ჩადენა სურთ,რაც მნახველს მათ თავს შეაძულებდა ან შეაზიზღებდა;
როგორ შეშალა ჭკუაზე უიღბლო სიყვარულმა იგორ კოკოშკა?
ჩეხური წარმომავლობის მქონე დიდი ავსტრიელი მხატვარი და მწერალი – იგორ კოკოშკა (1886-1980 წლები) ავსტრიელი ქალის – ალმა-მარია მალერ-ვერფელისადმი (1879-1964 წლები) განუზომელმა სიყვარულმა,შეიძლება თამამად ითქვას,რომ სრულ შეშლილობამდე მიიყვანა.
Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„სისულელე იქნება,თუ ავღნიშნავთ,რომ ქვეყანაზე ცხოვრება უფრო უკეთესი გახდა,ვიდრე წარსულში იყო,ხოლო ადამიანთა უმეტესობის ხვედრი,რაც უნდა ცუდი იყოს,მაინც წინანდელივით საშინელი არ არის.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ, XVII საუკუნის იმ გენიალური ევროპელი ფილოსოფოსის ვინაობა,რომელიც თანაგრძნობას – „ქალაჩუნობას” უწოდებდა.
არტემიზია ჯენტილესკი – „ეპიზოდი”
საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ სახვითი ხელოვნების ისეთ მექაში,როგორიც იტალიაა, XVII საუკუნეში,იმ მანდილოსნებისათვის,რომელთათვისაც მხატვრობა უმთავრეს შემოქმედებით მოტივაციას წარმოადგენდა,ნორმალურ პირობებში ცხოვრება ძალიან რთულ და შეიძლება ითქვას,გაუსაძლის მოვლენასაც კი წარმოადგენდა.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„როდესაც ვხედავთ,თუ რა ულმობლად ეპყრობიან ერთმანეთს ადამიანები,წინდაუხედაობა იქნებოდა გვეთქვა,ახლა ისინი უკეთესები არიან,ვიდრე წინათ იყვნენო”.
ლეონარდო პიზელი „ფიბონაჩი” – („არაბული ციფრები”-ს წარმოშობის ისტორია)
1202 წელს შუა საუკუნეების ერთ-ერთმა პირველმა დიდმა იტალიელმა მათემატიკოსმა – ლეონარდო პიზელმა (1170-1250 წლები),იგივე – „ფიბონაჩიმ” გამოაქვეყნა თვისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშორმი (წიგნი),სახელწოდებით – „Liber abaci”,რომლიდანაც ევროპელებს დეტალურად გააცნო არაბული საანგარიშო სისტემა და პირველად მიაწოდა ციფრი – „ნული”-ს არსებობის შესახებ ინფორმაცია.
უილიამ სომერსეტ მოემის რელიგიური მსოფლმხედველობა
„ღმერთი ისე მკაცრად მოითხოვს,რომ მისი გწამდეს,თითქოს შენი რწმენა სჭირდებოდეს საკუთარი არსებობის დასადასტურებლად.ვისაც მისი სწამს ჯილდოს ჰპირდება,ხოლო ვისაც არა – საშინელ სასჯელს უმზადებს.თვითონ მე არა მწამს ღმერთი,რომელიც გამიწყრება,რადგან მისი არა მჯერა.
ამონარიდები ივანე ბუნინის ლიტერატურული ქმნილებიდან – „ლიკა”
„მხოლოდ ერთი და იგივე სახელები უძლებს საუკუნეებს!