Monthly Archives: მარტი 2018
ამონარიდები ოთარ ჭილაძის გენიალური რომანიდან – „მარტის მამალი”
„საერთოდ,ადამიანი ჩვეულებრივია და ასეთიც უნდა იყოს – ჩვეულებრივი – ანუ, ცოტა გულადიცა და ცოტა მშიშარაც, ცოტა გულუხვიცა და ცოტა ძუნწიც, ცოტა კეთილიცა და ცოტა ბოროტიც, ცოტა ჭკვიანიცა და ცოტა ბრიყვიც, ცოტა ბედნიერიცა და ცოტა უბედურიც,რადგან ეს „ცოტა-ცოტაობა” აძლებინებს სწორედ
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ადამიანი სინდისია. სინდისის გარდა,რაც არ უნდა წაართვა,მაინც ადამიანი იქნება. მაგრამ სინდისი რომ წაართვა და სხვა ყველაფერი დაუტოვო,ვეღარ იქნება ადამიანი.
რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ქართული საზოგადოება 1902-1906 წლებში?
1902-1906 წლებში ქართველობა საქართველოში ისე გრძნობდა თავს,თითქოს უცხოეთში იყო და არა თავის სამშობლოში. გაძარცვული, უფლებააყრილი, დაბეჩავებული, დევნილი, საკუთარ ბაზას – ეკონომიურ, სამრეწველო დაწესებულებათ მოკლებული, აბუჩად აგდებული მთავრობისაგან და მეზობლებისაგან – ქართველობა მეორე და მესამე რიგში იყო ჩაყენებული.
აკაკი წერეთელი – „ეპიზოდი”
ოხუნჯობის მოყვარული დიდი ქართველი მგოსანი და გულმხურვალე მამულიშვილი - აკაკი წერეთელი (1840-1915 წლები) იგონებდა: „ახალჯვარდაწერილი რომ ვიყავი,თბილისში ჩამოვედი.
ბურუნდუკები – „ეპიზოდი”
ციყვისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარ ცხოველებს – ბურუნდუკებს,რომელთა 25 ქვესახეობიდან უდიდესი უმრავლესობა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ბინადრობს,ერთი ფრიად გასაოცარი თვისება ახასიათებთ.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„როგორ შეიძლება ხალხს ენა წაართვა! განა შესაძლებელია ამაზე უარესი სასჯელი და უბედურება,რომ ადამიანს ენა ამოაგლიჯო,მის ენაზე არ ალაპარაკო!”
იცით თუ არა,რომ
1. „ჩემთვის საუკეთესო სამსახური,საროსკიპოს მეპატრონეობა იქნებოდა.ვფიქრობ,ეს ადგილი ხელოვანისათვის მისწრებააო”. – ასე განუცხადა დიდმა ნობელიანტმა ამერიკელმა მწერალმა – უილიამ ფოლკნერმა ერთ-ერთი ინტერვიუს მიმდინარეობის დროს ჟურნალისტ – ჯინ სტაინს.
პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელი უფროსი – „ეპიზოდი”
სახელგანთქმული რომაელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე – პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელი უფროსი (ძვ.წ.აღ-ით 235-183 წლები),რომლის სახელთანაც ასოცირდება რომის დაუძინებელი მტრის – კართაგენის არმიის განადგურება,მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯარისკაცების მიმართ ერთობ ლმობიერი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.
მილარდ ფილმორი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-13 პრეზიდენტის – მილარდ ფილმორის (1800-1874 წლები) ერთ-ერთ მასწავლებელს ნიუ-ჰოპის აკადემიაში სწავლის პერიოდში წარმოადგენდა ბაპტისტი სასულიერო პირის ქალიშვილი – ებიგაილ პაუერსი.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დიდმა ამერიკელმა არქტიკის მკვლევარმა და მოგზაურმა – რობერტ პირიმ (1856-1920 წლები),სანამ ის 1909 წელს ოფიციალურად გააკეთებდა განცხადებას ჩრდილოეთ პოლუსის სრული დალაშქვრის შესახებ, 1908 წელს პოლარულ ზღვებში სამოგზაუროდ აღჭურვილი საგანგებოდ აგებული იახტით,სახელწოდებით – „რუზველტი”,