Daily Archives: ივლისი 20, 2018
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ადამიანები იმიტომ იბადებიან, რომ იცოდნენ, რამდენად უმჯობესი იქნებოდა, სულაც არ დაბადებულიყვნენ”.
ნეკერჩხალი – „ეპიზოდი”
ნეკერჩხლის ფოთოლმცვენი მცენარის დიდი სახეობები თავინთი სიცოცხლის განმავლობაში, უმეტესწილად – 31 მეტრ სიმაღლემდე იზრდებიან, და ეს მაშინ, როდესაც პატარა სახეობების, მაგალითად ისეთის, როგორიცაა უმშვენიერესი – იაპონური ნეკერჩხლალი, სიმაღლით 2,5 მეტრზე მაღალი თითქმის არ იზრდება.
ავეროესი – „ეპიზოდი”
1184 წელს მაროკოს სულთნის – აბუ იაკუბის გარდაცვალებისდა მიუხედავად, ავეროიზმის ფილოსოფიური სკოლის გენიალურმა არაბმა ფუძემდებელმა, ფილოსოფოსმა და ექიმმა – იბნ რუშდიმ (1126-1198 წლები), იგივე – ავეროესმა, ახალი სულთნის – აბუ იუსუფ იაკუბის სამეფო კარზეც შეინარჩუნა დიდი გავლენა.
ამონარიდები ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდან…
„იცან თავი შენი” – მშვენიერი და სასარგებლო რჩევაა, ოღონდ სამწუხარო ისაა, რომ უძველესი ხალხი ვერ მიხვდა მიეთითებინა იმ საშუალებისათვის, როგორ უნდა ისარგებლოს კაცმა ამ რჩევით”. – (მოსაწყენი ამბავი)
ტიციანი – „ეპიზოდი”
გენიალური იტალიელი მხატვრის – ტიციანო ვეჩელის (1488-1576 წლები) ბიოგრაფები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ ვენეციური სახვითი სკოლის ტიტანს, მაშინ როდესაც მისი სახელი, როგორც დიდი შემოქმედისა, საყოველთაოდ გახდა ცნობილი, ერთგვარი დაუდევრობა დასჩემდა მუშაობის პროცესში.
ტიბერიუსი – „ეპიზოდი”
რომის იმპერიის რიგით მეორე იმპერატორი იულიუს-კლავდიუსების დინასტიიდან – ტიბერიუს კლავდიუს ნერონი (ძვ.წ.აღ-ით 42 – ახ.წ.აღ-ით 37 წლები), რომის სხვა იმპერატორებისაგნ განსხვავებით, ღმერთების თაყვანისცემაზე ნაკლებ მზრუნველობას იჩენდა.